დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ეკონომიკის რომელი დარგების წილი შემცირდა ექსპორტში - გოგიტა თოდრაძე

ეკონომიკის რომელი დარგების წილი შემცირდა ექსპორტში - გოგიტა თოდრაძე

31-03-2023 19:00:56

2023 წლის თებერვალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, სახეზე გვაქვს საქართველოს ეკონომიკის 5,8%-იანი ზრდა. შესაბამისად პირველი ორი თვის მონაცემებია 7,1%, - ამის შესახებ საქსტატის აღმასრულებელი დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა.  

„წინა წლის შესაბამის პერიოდტან შედარებით, ეკონომიკურ ზრდაში, მნისვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, საფინანსო-სადაზღვევო საქმიანობების სექტრი, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა, სასტუმროები, სასტუმროები, ასევე ხელოვნების, გართობისა და დასვენების სექტორები. 

მიუხედავად ამისა, კლების ტენდენციები გამოვლინდა დამამუშავებელი მრეწველობის, ასევე უძრავი ქონების ოპერაციების სექტორში, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების სექტორში. 

2023 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდტან შედარებით, ექსპორტი გაიზარდა დაახლოებით 6%-ით, ხოლო, იმპორტის მაჩვენებელი 5,4%-ით არის შემცირებული. 

მშენებლობის სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების მშენებლობასთან. ასევე სამოქალაქო ობიექტების მშენებლობასთან: ხიდები; გვირაბები, ავტობანი და ა.შ. გაზრდილია სპეციალიზებული სამშენებლო სამუშაოების მოცულობაც, რაშიც იგულისხმება ელექტროტექნიკური და სამონტაჟო სამუშაოები.

საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სექტორში ზრდის მიზეზია კომერციული ბანკების როგორც საპროცენტო, ასევე არასაპროცენტო შემოსავლების ზრდა.

ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორში ზრდა ძირითადად განაპირობა სახმელეთო ტრანსპორტის მაჩვენებელმა, თუმცა საჰაერო ტრანსპორტის მიმართულებითაც ზრდის ტენდენცია გვქონდა.

ასევე გაიზარდა ტვირთის დასაწყობების მაჩვენებელიც. ვაჭრობის სექტორში კი ზრდა დაკავშირებული იყო ავტომობილებითა და მათი დეტალებით ვაჭრობასთან",-განაცხადა საქსტატის აღმასრულებელი დირექტორმა გოგიტა თოდრაძე.

მისივე თქმით, თებერვალში ასევე გაზრდილი იყო ბუნებრივი არით საბითუმო ვაჭრობა და აზარტული კომპანიების ბრუნვის მოცულობა. ზრდის ტენდენციაა სასტუმრობისა და რესტორნების სექტორში, რაც გამოიწვია ვიზიტორები ზრდამ. 

თოდრაძის ინფორმაციით, კლება დამამუშავებელ სექტორში დაკავშირებულია აზოტოვანი სასუქების ექსპორტის მნიშვნელოვან შემცირებასთან.

ასევე შემცირდა მინერალური წყლების წარმოებაც, რამაც თავის მხრივ ექსპორტის 36%-იანი კლება გამოიწვია. კლება დაიფქსირდა სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების სექტორებშიც, რის მიზეზადაც საქსტატი სარეკლამო საქმიანობის მოცულობის შემცირებას ასახელებს.

კლების ტენდენცია ასევე შეინიშნებოდა უძრავი ქონების ოპერაციების სექტორში, რისი მიზეზიც არის საკუთარი თუ იჯარით აღებული არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების გაქირავების მაჩვენებელი”,- განაცხადა თოდრაძემ. 

შეგახსენებთ, რომ დღეს საქსტატმა თებერვლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გამოაქვეყნა. წინასწარი შეფასებით, თებერვალში მთლიანი შიდა პროდუქტი 5.8%-ით გაიზარდა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები