საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის (GELi) ორგანიზებით ეკონომიკის ოლიმპიადის ეროვნული რაუნდი თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას ქვეყნის სხვადასხვა სკოლიდან შერჩეული მოსწავლეები იღებდნენ.
სკოლის რაუნდში 200 სკოლის 1374-მა მოსწავლე ჩაერთო, ეროვნულ ტურში კი საუკეთესო რეიტინგის მქონე 161-მა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა.
ტესტირების შედეგების საფუძველზე 11 გამარჯვებული გამოვლინდა, მათ შორის არიან:
გამარჯვებულები ეკონომიკის ოლიმპიადის საზაფხულო ბანაკში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც 5 აგვისტოს დაიწყება და მასში ქართველ ახალგაზრდებთან ერთად უკრაინელი მოსწავლეებიც ჩაერთვებიან. ბანაკში ქართველი მოსწავლეები ფინალურ ტურში ასპარეზობისთვის მოემზადებიან.
ფინალურ რაუნდში გამოვლენილი, საუკეთესო შედეგის მქონე 5 ქართველი მონაწილე კი სექტემბერში საბერძნეთში გაემგზავრება საერთაშორისო ფინალურ ტურში მონაწილეობის მისაღებად.
ეკონომიკის ოლიმპიადა საქართველოში უკვე მეორედ იმართება. ინიციატივის გენერალური მხარდამჭერები არიან Economic Fundamentals Initiative, საქართველოს ბანკი, თავისუფალი უნივერსიტეტი. ეკონომიკის ოლიმპიადის პარტნიორები კი არიან Skillwill, BMG, UN Women
უახლესი