დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ეკონომიკის მინისტრმა მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც მას უნდა მიეღო - ირაკლი კობახიძე Red Wings-ზე

ეკონომიკის მინისტრმა მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც მას უნდა მიეღო - ირაკლი კობახიძე Red Wings-ზე

12-03-2024 10:00:00

ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე უპასუხა კითხვას რუსული ავიაკომპანია Red Wings-ის შესახებ, რომელიც საქართველოს მიმართულებით ფრენების დამატებას ითხოვს. კერძოდ, ჟურნალისტი დაინტერესდა იმით, თუ რატომ მიმართა ავიაკომპანიამ შესაბამისი წერილით როგორც საავიაციო სააგენტოს, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს.

„რაც შეეხება ფრენების საკითხს, ეს არის ტექნიკური საკითხი, რაზეც უფრო დეტალურ განმარტებას გააკეთებს ეკონომიკის მინისტრი. თუმცა, არსებითად ეს ტექნიკური, ჩვეულებრივი რუტინული საკითხია, რომელიც იყო გადასაწყვეტი. შესაბამისად, ეკონომიკის მინისტრმა მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც მას უნდა მიეღო“, - განმარტა პრემიერმა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები