დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ეკოფერმა“ ბაზარს უკვე 100%-ით ადგილობრივ პროდუქციას აწვდის

„ეკოფერმა“ ბაზარს უკვე 100%-ით ადგილობრივ პროდუქციას აწვდის

23-07-2024 14:00:00

„ეკოფერმა“, რომელიც ქართულ ქსელურ მარკეტებს ხილითა და ბოსტნეულით ამარაგებს, დღეს ბაზარს 100%-ით ადგილობრივ პროდუქციას აწვდის. ეს იმ ფონზე, როდესაც გასული წლის ბოლოს „ეკოფერმის“ მიერ მიწოდებული პროდუქციის 80%-ი იმპორტირებული იყო.

როგორც Business Insider Georgia-სთან „ეკოფერმის“ დამფუძნებელმა დავით ჯანელიძემ განაცხადა, „ეკოფერმა“ აქტიურად ცდილობს ფერმერებთან თანამშრომლობას, რათა ბაზარს უწყვეტ რეჟიმში მიეწოდებოდეს საჭირო პროდუქცია. 

„ჩვენი „ეკოფერმა“ დაახლოებით ერთი წლის უკან შეიქმნა, მანამდე გვქონდა სასათბურე მეურნეობა და ბოსტნეულის და მწვანილის წარმოებას ვახდენდით. თუმცა გასული წლის ოქტომბრიდან დავიწყეთ ისეთი პროდუქციის იმპორტირება, რომელიც იმ პერიოდში ქვეყანაში დეფიციტში იყო. დღეს კი მთლიანად ქართულ ბაზარზე ვართ ორიენტირებულები. გვყავს ჩვენ პარტნიორი ფერმერები, რომელთაც ჩვენი მითითებით მოჰყავთ პროდუქცია. დღეს „ეკოფერმას“ აქვს ისეთი ადგილობრივად მოყვანილი პროდუქტები, რომელიც მხოლოდ ჩვენ გვაქვს, საუბარია სხვადასხვა სახის ბულგარულ წიწაკაზე, პომიდორზე და სხვა“, - აცხადებს დავით ჯანელიძე.

დღეისათვის „ეკოფერმა“ თითქმის ყველა მსხვილ ქსელურ მარკეტშია წარმოდგენილი. 

„ჩვენ ძირითადად წარმოდგენილები ვართ ქსელურ მარკეტებში ესენია: ნიკორა, გუდვილი, ფრესკო, კარფური. ამ მარკეტებში საკმაოდ კარგი ადგილები გაქვს აღებული და პროდუქციის რეალიზების პრობლემა არ გვიდგას. ამ ფონზე ფერმერების მხრიდან დაინტერესება იზრდება, რაც უფრო მეტი იქნება ასეთი დაინტერესებული ფერმერი, ჩვენთვის და ქართული ბაზრისთვის უკეთესია, რადგანაც ისეთი კულტურების გაყიდვა შეგვიძლია რომლის რეალიზებაც დ ხშირ შემთხვევაში წარმოებაც ფერმერს უჭირს. ჩვენ ვცდილობთ, რომ ამ ყველაფერში ფერმერებს ხელი შევუწყოთ“, - ამბობს „ეკოფერმის“ დამფუძნებელი. 

დავით ჯანელიძის თქმით, „ეკოფერმა“ დღეისათვის აქტიურ კავშირშია თითქმის ყველა მსხვილ ფერმერთან და თავად ფერმერების მხრიდანაც იზრდება ინტერესი „ეკოფერმასთან“ თანამშრომლობაზე, რადგანაც ეს პარტნიორობა უკვე გარანტირებულ გასაღებს ბაზარს გულისხმობს.


 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები