ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს აუმჯობესებს. ამის შესახებ ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.
მანამდე, 2023 წლის მაისში გამოქვეყნებული ანგარიშით EBRD საქართველოში 5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებდა, სექტემბრის ანგარიშით კი EBRD-ს აქვს მოლოდინი, რომ სქართველოს ეკონომიკა 6%-ით გაიზრდება.
2023 წლის დადებითი პროგნოზის ფონზე, EBRD-ის ანგარიშის თანახმად, 2024 წელის ეკონომიკური პროგნოზი მცირდება და 5.3%-ის ნაცვლად, 4.5% შეადგენს.
რაც შეეხება რეგიონს, EBRD-ის პროგნოზით, 2023 წელს თურქეთის ეკონომიკა 3.5%-ით, აზერბაიჯანის1.5%-ით, სომხეთში - 6.5%-ით, რუსეთის ფედერაციაში 1.5%-ით, ხოლო უკრაინაში 1%-ით გაიზრდება.
რაც შეეხება 2024 წლის პროგნოზს, EBRD-ის ანგარიშის თანახმად, თურქეთის, სომხეთისა და რუსეთის ეკონომიკა შემცირდება, ხოლო უკრაინისა და აზერბაიჯანის გაიზრდება.
უახლესი