დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ძირითადი აქცენტი საქართველოზე გვაქვს, მაგრამ ჯერ-ჯერობით ინტერესს ვერ ვხედავთ - Missiya

ძირითადი აქცენტი საქართველოზე გვაქვს, მაგრამ ჯერ-ჯერობით ინტერესს ვერ ვხედავთ - Missiya

08-02-2024 16:00:00

Missiya-ს წარმომადგენელი ნოდარ ხიდიშელი  Business Insider Georgia-თან ამბობს რომ ამ დროისთვის კომპანია დრონების ორ ახალ მოდელზე მუშაობს, თუმცა ადგილობრივ ბაზარზე მათ პროდუქციაზე ინტერესი დაბალია.

„როდესაც მოდელს ვამზადებთ გადის ტესტირებებს. ამ პროცესში შესაძლოა მოდელი შეიცალოს და განვითარდეს. ორი ახალი მოდელის შექმნა დაახლოებით 80%-ით დასრულებულია.

სამწუხაროდ, ადგილობრივმა ბაზარმა იმედები გაგვიცრუა. წელიწადში სამჯერ მივმართავთ სხვადასხვა ორგანიზაციებსა და უწყებებს, წარვადგინეთ სხვადასხვა მოდელები, მაგრამ დაინტერესება არ არის. უცხოეთის ბაზარზე უფრო მეტი ინტერესია და სამუშაო ვიდრე საქართველოს ბაზარზე“, - ამბობს ნოდარ ხიდაშელი.

Missiya-ს წარმომადგენელი Business Insider Georgia-თან ამბობს რომ 2023 წელს გაყიდული დრონების რაოდენობაზე ინფორმაცია კონფიდენციალურია. „შეკვეთების შესრულება ჩვენთვის რთული არ არის, ამისთვის ყველა პირობა გვაქვს. ძირითადი აქცენტი საქართველოზე გვაქვს, მაგრამ ჯერ-ჯერობით ინტერესს ვერ ვხედავთ“, - ამბობს ნოდარ ხიდიშელი .

საწარმოს თვეში 30-დან 50 დრონის წარმოება შეუძლია. ამ დროისათვის 25 ადამიანია დასაქმებული, თუმცა შეკვეთების ზრდის შემთხვევაში კომპანიის მენეჯმენტი მუშახელის რაოდენობის ზრდასაც გეგმავს.

missiya-ს მიერ წარმოებული დრონები ხელსაყრელი იქნება პოლიციის, სახანძროს, სამაშველოს, ჯანდაცვის, სამეურნეო სფეროს, მონიტორინგის მიმართულებით სამუშაოებისთვის.

საქართველოში დამზადებულმა დრონმა 2022 წელს, მონაწილეობა მიიღო ბრიტანეთის საერთაშორისო გამოფენაზე. მისი უნიკალურობიდან გამომდინარე, საფრენი აპარატით  დაინტერესდა ბრიტანეთის ძალოვანი სტრუქტურა.

კომპანია missiya წელიწადზე მეტია ოპერორებს და ქართველ ინჟინრებს აერთიანებს. სისტემის კიდევ უფრო გაუმჯობესებისთვის, კომპანია აგრძელებს მუშაობას დეველოპერებთან.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები