დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დომაგო იურიევიჩი: ფიქსირებული ინტერნეტის საბითუმო ბაზარზე წინასწარი რეგულაციის დაწესება აუცილებელია

დომაგო იურიევიჩი: ფიქსირებული ინტერნეტის საბითუმო ბაზარზე წინასწარი რეგულაციის დაწესება აუცილებელია

23-07-2024 16:00:00

„ფიქსირებული ინტერნეტის საცალო ბაზარზე კონკურენცია საკმაოდ დაბალია, რის შედეგადაც ქართველი მომხმარებელი ზარალდება, ამიტომ, საბითუმო ბაზარზე, წინასწარი რეგულაციის დაწესება აუცილებელია.“ - აღნიშნული განცხადება კომუნიკაციების კომისიის დაკვეთით განხორციელებული ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ ბაზრის კომპლექსურ კვლევაში მონაწილე ევროკავშირის ექსპერტმა დაექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელმა, დომაგო იურიევიჩმა გააკეთა.

 

დომაგო იურიევიჩის თქმით როგორც მობილური, ისე ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტის ბაზრის შესწავლა ევროკავშირის ბაზრის ანალიზის მეთოდოლოგიისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად განხორციელდა, თუმცა, ყველა დასკვნა ქართული ტელეკომ ბაზრიდან მიღებულ მონაცემებს ეყრდნობა. ევროკავშირის ექსპერტის განმარტებით, ქართველი მომხმარებლები ძირითადად დაბალსიჩქარიანი ინტერნეტით სარგებლობენ, რაც ბაზარზე კონკურენციის ნაკლებობას უკავშირდება და საბითუმო ბაზრის ანალიზისას წინასწარი რეგულაციის საჭიროება არსებობს. დომაგო იურიევიჩის თქმით, კვლევის შედეგად დადგინდა, რომ „მაგთიკომი“ ბაზარზე მნიშვნელოვანი ძალის ოპერატორია და საცალი ბაზარზე კონკურენციის განვითარების ხელშეწყობისთვის, საჭიროა რეგულაციები დაწესდეს.

 

„ფიქსირებული ბაზრის ანალიზის დაწყებამდე შევაგროვეთ ყველა ოპერატორის ქსელთა დაფარვის შესახებ ინფორმაცია სხვადასხვა ტექნოლოგიის მიხედვით. ევროკავშირის ბაზრის ანალიზის მეთოდოლოგიის მიხედვით ჩვენ განვსაზღვრეთ ფართოზოლოვანი, ოპტიკური სერვისების ბაზარი და დავასკვენით, რომ საცალო ბაზარზე კონკურენცია საკმაოდ დაბალია, რის შედეგადაც ქართველი მომხმარებელი ზარალდება. რაც შეეხება სერვისების ხელმისაწვდომობას და ხარისხს, ხაზი უნდა გავუსვათ იმ გარემოებას, რომ ქართველი მომხმარებლები ძირითადად დაბალსიჩქარიანი ინტერნეტით სარგებლობენ, რაც ჩვენი აზრით ბაზარზე კონკურენციის ნაკლებობას უკავშირდება. შესაბამისად, ჩვენ ჩავატარეთ საბითუმო ბაზრის ანალიზი და დავასკვენით, რომ არსებობს წინასწარი რეგულაციის საჭიროება. არსებული მონაცემების მიხედვით ჩვენ ასევე დავადგინეთ, რომ „მაგთიკომი“ ბაზარზე მნიშვნელოვანი ძალის ოპერატორია.

 

რაც შეეხება სარეგულაციო ვალდებულებებს, ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შევეცადეთ, სხვადასხვა პირობების მიხედვით განგვესხვავებინა ვალდებულებები. სამ ჯგუფად დავყავით საქართველოს დასახლებები. პირველ კლასტერში მოქცეულ დასახლებებს ესაჭიროება სრული რეგულირება, მეორე კლასტერს სჭირდება შედარებით მსუბუქი რეგულირება, ხოლო მესამე კლასტერს - მსუბუქი რეგულირება. ანალიზის მიხედვით, მესამე კლასტერში მოექცა მხოლოდ 9 დასახლება, სადაც სახეზეა კონკურენტული გარემო და დაკმაყოფილებულია კონკურენციის ყველა პირობა. საქართველოს სხვა დასახლებებში კი საჭიროა გარკვეული რეგულაციების დაწესება, რომლებიც ხელს შეუწყობს საცალო ბაზარზე კონკურენციის განვითარებას.

 

მნიშვნელოვანია, რომ კომუნიკაციების კომისია განახორციელებს კონკურენციის განვითარების მონიტორინგს. იმ შემთხვევაში, თუ რეგულირებას დაქვემდებარებულ რომელიმე დასახლებაში შეიცვლება კონკურენტული გარემო და დაკმაყოფილდება ჩვენს მიერ განსაზღვრული 3 კრიტერიუმი, აღნიშნული დასახლება გათავისუფლდება რეგულირების ვალდებულებისგან. ეს არის დინამიური პროცესი, რომელიც ჩვენი აზრით ხელს შეუწყობს ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესებას.“ - განაცხადა დომაგო იურიევიჩმა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები