კომპანია Inn Development-ის პირველი ენერგოეფექტური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დიდ დიღომში დასკვნით ფაზაშია,- ამის შესახებ Business Insider Georgia- ას ,,ინნ დეველოპმენტის“ პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლანა ბლიაძემ განუცხადა.
მშენებლობის პირველი ეტაპი თითქმის დასრულდა და კომპანიამ პირველი მობინადრეები უკვე მიიღო. მშენებლობის მეორე ეტაპი 2025 წელს დამთავრდება.
ამ დროისთვის ბინების თითქმის 40% გაყიდულია. პირველი ეტაპის მშენებლობის ფარგლებში, ეს მაჩვენებელი თითქმის100%-ს აღწევს.
„პროექტზე მუშაობა აქტიურად გრძელდება. თეთრი კარკასის კონდენციაში ჩასაბარებელი ბინები სრულად დასრულებულია, სხვა ბინებში კი მობინადრეების მიერ მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები. ე-1 ბლოკში სრულად გამართულია სამგზავრო ლიფტები, ე2 ბლოკში 20 დეკემბრამდე დასრულდება ლიფტის მოწყობითი სამუშაოები. დაგებულია ე1 კორპუსის საფეხმავლო ბილიკები, ასევე დათესილია ბალახი. ეზოს ტერიტორიის გარკვეულ ნაწილზე დარგულია 20-მდე ხის ნერგი, მოწყობილია სანიაღვრე სისტემები. ე1-და ე2 ბლოკში მობინადრეების ნაწილი გადმოსულია და ცხოვრობს“, - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.
პროექტი მოიცავს რეკრეაციულ სივრცეს, გათვლილია 300-მდე ხის დარგვა, ასევე განთავსდება სპორტული და საბავშვო მოედნები, მოეწყობა ორზოლიანი პარკინგი, კორპუსის პირველ სართულზე კი კომერციული ზონა განთავსდება. ჯამში 4 საცხოვრებელი კორპუსი აშენდება. მობინადრეებისთვის მაქსიმალურად კომფორტული გარემო შეიქმნება.
„კომპლექსი 712 ბინას მოიცავს“, - განმარტავს ლანა ბლიაძე.
მშენებლობის პარალელურად მიმდინარეობს კორპუსის კარ-ფანჯრით აღჭურვა, რომელსაც "ინნ ჯგუფში" შემავალი საწარმო, ოქროს ბრენდის მფლობელი Alutech Georgia ალუტექ ჯორჯია ახორციელებს.
სრულად პროექტზე მუშაობა 2025 წლის ბოლოს დასრულდება. „დიდი დიღომი ინნ“-ის ჯამური ინვესტიცია 60 მლნ ლარია და ის 100%-ით „საქართველოს ბანკის“ მიერ არის დაფინანსებული.
შეგახსენებთ, რომ სასტუმროების ქართული ქსელი ,,ინნ ჯგუფი" საქართველოს ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს. კომპანიის განხორციელებული პროექტებია: საცხოვრებელი კომპლექსი ვაშლიჯვარში „რენესანსი“, სასტუმრო „ბაკურიანი ინნ“, აპარტამენტები „ბაკურიანი ინნ“, სასტუმრო „ივერია ინნ“, სასტუმრო „გუდაური ინნ“, სასტუმრო „ქუთაისი ინნ“, სასტუმრო „გორი ინნ“.
უახლესი
50 წუთის წინ
ბიტკოინმა $100 000-იანი ზღვარი მეორედ გადალახა1 საათის წინ
წინსვლა გვაქვს აზიურ ბაზრებზე - „ლიმოს“ დამფუძნებელი18 საათის წინ
როგორია საქართველოსა და შვეიცარიის სავაჭრო ურთიერთობები