დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორია საქართველოსა და შვეიცარიის სავაჭრო ურთიერთობები

როგორია საქართველოსა და შვეიცარიის სავაჭრო ურთიერთობები

11-12-2024 19:00:00

შვეიცარიაში ექსპორტი 21%-ითაა გაზრდილი, ხოლო იმპორტი 13%-ით. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ შვეიცარიაში 92,235.47 ათასი დოლარის პროდუქცია გაყიდა. მიმდინარე მაჩვენებელი კი წლიურ ჭრილში 21%-ითაა გაზრდილი, რადგანაც 2923 წლის ათ თვეში საქართველომ შვეიცარიაში 76,007.79 ათასი დოლარის პროდუქცია შეიტანა. ირკვევა, რომ საქართველოდან შვეიცარიაში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი ოქროა, რომელზედაც მთელი ექსპორტის 86%-ი მოდის.

TOP 10 პროდუქტი, რასაც საქართველო შვეიცარიაში ყიდის:

ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული, ან ფხვნილის სახით - 79,282.61 ათასი დოლარი,

 ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 5,974.85 ათასი დოლარი,

სუნამოები და ტუალეტის წყალი - 2,267.01 ათასი დოლარი,

კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებები - 1,162.25 ათასი დოლარი,

თხილი და სხვა კაკალი - 1,013.73 ათასი დოლარი.

რაც შეეხება იმპორტს, შვეიცარიიდან იმპორტი 13%-ითაა გაზრდილი. 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ შვეიცარიიდან 135,468.47 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა. მაშინ როდესაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში შვეიცარიიდან იმპორტმა 120,170.94 ათასი დოლარი შეადგინა. შვეიცარიიდან საქართველოში ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი ვაქცინები, სისხლი და იმუნური პროდუქტებია.

TOP 10 პროდუქტი, რასაც საქართველო შვეიცარიიიდან ყიდულობს:

ვაქცინები, სისხლი და იმუნური პროდუქტები - 47,028.58 ათასი დოლარი,

 სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 42,883.28 ათასი დოლარი,

გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 6,469.73 ათასი დოლარი,

მსუბუქი ავტომობილები - 3,039.22 ათასი დოლარი,

 ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები და სხვა - 2,215.61 ათასი დოლარი.

 

 

 

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები