დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დიდ დიღომში ენერგოეფექტური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია - Inn Development-ი

დიდ დიღომში ენერგოეფექტური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია - Inn Development-ი

23-07-2023 17:00:00

კომპანია Inn Development-ის პირველი ენერგოეფექტური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დიდ დიღომში აქტიურ ფაზაშია. ამ ეტაპზე „დიდი დიღომი ინნის“ D ბლოკის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტი მთლიანად 2025 წლის ბოლოს დასრულდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით Business Insider Georgia- თან ,,ინნ დეველოპმენტის“ პიარის და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლანა ბლიაძე საუბრობს.

„ინნ დეველოპმენტი“ Inn Group-ი უძრავი ქონების ბიზნესში შედის. სამშენებლო მიმართულება Inn Group-თვის სიახლე არ არის. დიღომში მიმდინარე პროექტს წინ უძღვის მრავალწლიანი გამოცდილება სამშენებლო სფეროში.

კერძოდ, როგორც ლანა ბლიაძე აღნიშნავს, ჯგუფში შემავალი სასტუმროები მთლიანად კომპანიის მიერ არის განხორციელებული, მათ შორის აპარტამენტები ბაკურიანში და ორი საცხოვრებელი კორპუსი ვაშლიჯვარში.

„მრავალწლიანი გამოცდილების შემდეგ 2022 წელს გადავწყვიტეთ სამშენებლო სექტორში შესვლა და ,,ინნ ჯგუფის“ სამშენებლო მიმართულება ოფიციალურად დავაფუძნეთ. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არ არის სიახლე, წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებაა. ამ ეტაპზე „დიდი დიღომი ინნის“ მშენებლობა მიმდინარეობს დემეტრე თავდადებულის 40 ნომერში. 14 000 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული და ინფრასტრუქტურით ბაზარზე აშკარად გამორჩეულია. პროექტი მოიცავს რეკრეაციულ სივრცეს, გათვლილია 300-მდე ხის დარგვა , ასევე განთავსდება სპორტული და საბავშვო მოედნები, მოეწყობა ორზოლიანი პარკინგი, კორპუსის პირველ სართულზე კი კომერციული ზონა განთავსდება. ჯამში 4 საცხოვრებელი კორპუსი აშენდება, რომელთაგან ორის მშენებლობა უკვე მე-9 სართულზეა, D ბლოკში კი, რომლის მშენებლობაც ახლა დაიწყო, ჩასხმულია საძირკვლის ფილა და მიმდინარეობს საპარკინგე სართულის კარკასული სამუშაოები“ - აცხადებს ლანა ბლიაძე.

მისი ინფორმაციით, პროექტზე მუშაობა 2025 წლის ბოლოს დასრულდება. პირველ ორ კორპუსში ბინების 70% უკვე გაყიდულია, მომდევნო 2 კორპუსის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი უკვე 30%-ზე მეტს აღწევს. ბინის ფართები 32 კვ.მ. იწყება, კომპლექსი 500 ბინას მოიცავს. „დიდი დიღომი ინნ“-ის ჯამური ინვესტიცია 60 მლნ ლარია და ის 100%-ით „საქართველოს ბანკის“ მიერ არის დაფინანსებული.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 2 ივლისს შვეიცარიის რეიტინგების ასოციაციის დაჯილდოებაზე ,,ინნ დეველოპმენტს“ წლის ყველაზე რეიტინგული სამშენებლო კომპანიის ჯილდო გადაეცა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები