დიდ დიღომში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, დედაქალაქის სხდომაზე განაცხადა.
კახა კალაძემ მერის მოადგილე ანდრია ბასილაიას აღნიშნული პროექტის განხორციელებაზე მუშაობის დაწყება დაავალა. „საუბარია ორ ჰექტარ ტერიტორიაზე, რომელიც დღეს მძიმე მდგომარეობაშია, თუმცა იქ შესაძლებელია ძალიან კარგი დასასვენებელი სივრცის, პარკის მოწყობა. ირგვლივ ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს და აღნიშნული პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანი იქნება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
მისივე თქმით, ტერიტორიის განაშენიანების იდეა საბურთალოს რაიონის გამგებელს გიზო ვასაძეს ეკუთვნის.
უახლესი