დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დღეს BAG-ის კონფერენციას პრემიერი და მთავრობის წევრები დაესწრებიან

დღეს BAG-ის კონფერენციას პრემიერი და მთავრობის წევრები დაესწრებიან

01-03-2024 09:43:00

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას: „საქართველოს ეკონომიკისა და სწრაფად მზარდი სექტორების პერსპექტივები", საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და მთავრობის წევრები დაესწრებიან.

კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე პრემიერ-მინისტრს, მთავრობის წევრებსა და ბიზნეს საზოგადოებას 2019-2023 წლების ინდექსის დინამიკას გააცნობს, რის საფუძველზეც შეფასდება ბიზნესის განწყობები და მოლოდინები. 

კონფერენციის მსვლელობისას Galt&Taggart-ის სპეციალისტები მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებსა და ეკონომიკის სექტორებს მიმოიხილავენ.

კონფერენციის ფარგლებში, ასევე, გაიმართება ორი პანელური დისკუსია: პირველი, მაკროეკონომიკური მდგომარეობა და პერსპექტივები და მეორე, სექტორული მიმოხილვა, სადაც საუბარი შეეხება  ტრანსპორტსა და ლოგისტიკას, ტურიზმს, საცხოვრებელ უძრავ ქონებას, ასევე FMCG-ის, ინფორმაციულ ტექნოლოგიებსა და განათლების სექტორებს. პანელურ დისკუსიებში მონაწილეობას მიიღებენ როგორც მთავრობის, ასევე ბიზნესის წარმომადგენლები.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

8 საათის წინ

8 საათის წინ

8 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები