ნამდვილად ეპოქალური ცვლილებები დააანონსა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ინოვაციების ეკოსისტემასთან მიმართებაში. რაც ყველაზე მთავარია, ძალიან მალე ეს თითოეულ მოქალაქეზე აისახება, - ამის შესახებ ავთანდილ კასრაძემ განაცხადა.
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ქართულ ენაზე ხელოვნური ინტელექტისა და აგროტექნოლოგიების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და სტარტაპებისთვის საგადასახადო შეღავათების ეკონომიკაზე დადებით გავლენას გაუსვა ხაზი.
„ეს იყო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, როდესაც ვამბობთ, რომ განისაზღვრება ინოვაციური სტარტაპის სტატუსის კომპანიები. ისინი ისარგებლებენ უპრეცედენტო გადასახადით. არასდროს საქართველოს ისტორიაში, არცერთ ინდუსტრიასთან მიმართებაში 0%-იანი საგადასახადო რეჟიმი, განსაკუთრებით საშემოსავლო გადასახადში [არ ყოფილა]. რატომ ვაკეთებთ ამას? სტარტეპები არის გლობალურად მასშტაბირებადი კომპანიები. დღეს 240-მდე სტარტაპი გვაქვს დაფინანსებული 38 მილიონით. აქედან 45 უკვე საერთაშორისო ბაზარზე გავიდა და ნახევარ მილიარდზე მეტი ინვესტიცია შემოიტანეს ქვეყანაში. ეს ნახევარი მილიარდი რამდენიმე წელიწადში შეიძლება 15, 50 მილიარდი გახდეს. სწორედ ეს არის ინოვაციური ეკოსისტემის შედეგი“, - ამბობს კასრაძე.
უახლესი