20 დეკემბერს, 22:00 საათზე ევროპის მოედანზე კოკა-კოლას ქარავანი მუსიკალური საღამოთი აიღებს სტარტს. კონცერტს, რომელიც წელს პირველად, ქარავანზე გაიმართება მანიკა ასათიანი გაუძღვება, ხოლო კოკა-კოლას მოყვარულების განწყობაზე ნოდარიკო ხუციშვილი და სალიო იზრუნებენ
„არ გამოტოვო საქართველოში პირველი - ჯადოსნური მუსიკალური საღამო ქარავანზე!
შემოგვიერთდი ევროპის მოედანზე, 20 დეკემბერს, 22:00 საათზე და დაესწარი კოკა-კოლას საახალწლო კონცერტს, რომელიც წელს პირველად, ქარავანზე გაიმართება.
ჩვენი სანტები, ნოდარიკო ხუციშვილი და სალიო შენს საყვარელ საახალწლო სიმღერებს შეასრულებენ და სადღესასწაულო განწყობას მომენტალურად მოგიტანენ! საღამოს გაუძღვება მანიკა ასათიანი
ეს ყველაფერი არ არის, შენ გექნება საშუალება, დაესწრო იმ ჯადოსნურ მომენტს, როცა ქარავანი სტარტს აიღებს მთელი საქართველოს შემოსავლელად!
შემოგვიერთდი ოჯახთან თუ მეგობრებთან ერთად და გაიზიარე ნამდვილი საახალწლო განწყობა!“, - აღნიშნულია ივენთის აღწერაში, რომელიც დღეს 22:00 სააღზე ევროპის მოედანზე გაიმართება.
უახლესი
4 საათის წინ
2025 წელს ვგეგმავთ აშშ-ის ბაზარზე შესვლას - „კერკი“