საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2023 წლის დეკემბერში, 2023 წლის ნოემბერთან შედარებით, 10.9%-ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 10.0%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 7.0%-ით გაიზარდა. ა
მის შესახებ PMCG-ის ტურიზმის ყოველთვიურ მიმოხილვაშია ნათქვამი.
თვიური სფი ყველაზე მაღალი სამცხე-ჯავახეთში (25.1%) აღმოჩნდა, ყველაზე ნაკლები კი სამეგრელო-ზემო სვანეთში (0.0%).
2023 წლის დეკემბერში, 2022 წლის დეკემბერთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი 7.0%-ით შემცირდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 10.0%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 5.5%-ით შემცირდა.
წლიური ინდექსი ყველაზე მაღალი იყო გურიში (19.6%), ყველაზე ნაკლები კი თბილისში (-11.5%).
2023 წლის დეკემბერში, საქართველოში 3- ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა2 157 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა - 253 ლარი. საოჯახო ტიპის სასტუმროების3 საშუალო ფასმა დეკემბერში 123 ლარი შეადგინა.
5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა დეკემბერში 407 ლარი შეადგინა. კახეთში ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 547 ლარი შეადგინა, თბილისში - 529 ლარი, გურიაში - 409, ხოლო აჭარაში - 325.
უახლესი