მესტიაში მდებარე მაღალი ხარისხის სასტუმრო - პრემიუმ კლასის Hotel Gistola in Mestia წლის მუშაობას აჯამებს. როგორც სასტუმროს დირექტორი შოთა ფიფია Busienss Insider Georgia - თან ამბობს, სასტუმროს სერვისებზე მოთხოვნა წინა წელთან შედარებით, 20-25%-ით იყო გაზრდილი და დადებით დინამიკას მომავალ სეზონზეც შეინარჩუნებს.
,,გისტოლა" პანდემიურ პერიოდში გაიხსნა, რაც გარკვეულ რისკთან იყო დაკავშირებული. თუმცა, რისკმა გაამართლა და დღეს იგი არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ქვეყნის მასშტაბითაც ერთ-ერთ გამორჩეულ ტურისტულ ობიექტად მიიჩნევა.
სასტუმროს წარმატებას დირექტორი მენეჯმენტის დამსახურებად მიიჩნევს.
,,როდესაც ,,გისტოლა" საქმიანობას იწყებდა, მიზნად დავისახეთ, რომ დამსვენებლებისთვის, ასევე გუნდის ყველა წევრისთვის კომფორტული, მათ ინტერესებზე მორგებული გარემო შეგვექმნა. ასეთი მიდგომის შედეგად, ჩვენ თავდაპირველი კადრი თითქმის 90% შევინარჩუნეთ, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყველა კმაყოფილი იყოს - თანამშრომელი და მომხმარებელი. სასტუმროს დამფუძნებელმა, ირაკლი გურჩიანმა ამისთვის მაქსიმალური გააკეთა და შექმნა გარემო, რამაც ყველა რაკურსით მიიპყრო ყურადღება, დიდი ინტერესი გამოიწვია და კრიზისული პერიოდიდან მალევე მდგრადი განვითარებისკენ აიღო სტარტი. შესაბამისად, საკმაოდ სწრაფი ტემპი ავიღეთ. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით წელს დაახლოებით 20-25%-იანი ზრდა გვაქვს და დინამიკას მომავალშიც შევინარჩუნებთ", - ამბობს შოთა ფიფია.
გარდა ამისა, ,,გისტოლა" მაქსიმალურად მომზადებული ხვდება ახალ წელს და მომხმარებლებს დაუვიწყარ სანახაობას ჰპირდება.
ყველას, ვინც ,,გისტოლაში" დასვენებას და ახალი წლის გატარებას გეგმავს, ეძლევა საშუალება, რომ ახალ წელს შეხვდეს გამორჩეულად ლამაზ გარემოში, სადაც სპეციალურად ამ დღისთვის უნიჭიერესი მომღერალი, დოდონა ნამორაძე იმღერებს, რომელმაც უდიდესს წარმატებას მიაღწია საბერძნეთში. ის მუსიკალური კონკურსის ,,ვოისის” ფინალისტი და ერთ-ერთი გამარჯვებულია.
გამორჩეულ მუსიკალურ პროგრამასთან ერთად ,,,გისტოლას” დამსვენებლებს უგემრიელესი კერძები, უამრავი სიურპრიზი და დაუვიწყარი საღამო ელის.
ცნობისთვის, Hotel Gistola in Mestia მესტიაში 2021 წელს გაიხსნა. სასტუმროს სახელწოდებად „გისტოლა“ მესტიაში, უშბაზე მაღალი მყინვარწვერის სახელიდან გამომდინარე შეირჩა, რომელიც ზღვის დონიდან 4 860 მეტრზეა.
უახლესი