დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დათა ქაჯაია - პირველი ქართველი ავტომრბოლელი ფერარის საჭესთან

დათა ქაჯაია - პირველი ქართველი ავტომრბოლელი ფერარის საჭესთან

03-07-2024 14:14:00

ყველაზე ტიტულიანი ქართველი ავტომრბოლელი და ევროპის ჩემპიონი TCR-ის მიმართულებით, დათა ქაჯაია ახლა უკვე პირველი ქართველია, რომელმაც GT OPEN CUP-ზე ფერარის მარკისავტომობილით იასპარეზა.

700-ცხენისძალიანი The 488 CHALLENGE EVO პირველი ფერარია, რომლითაც დათა GT მიმართულებით უმაღლესი კლასის ჩემპიონატზე ოფიციალურად 

წარდგა და რომლითაც კარიერის ახალ ეტაპზე ახალი წარმატებების გზას დაადგა.

რბოლა გერმანიაში, ქალაქჰოკენჰაიმში გაიმართა. ქართველი მრბოლელი და Shell-ის ბრენდამბასადორი მასში თეგეტამოტორსისა და Shell-ის  მხარდაჭერით მონაწილეობდა.

შეჯიბრების განსხვავებული ფორმულის მიხედვით სარბოლო ტრასას ორი პილოტი ერთიავტომობილით ფარავს. Mertel Motorsport-ის გუნდში, ამ შემთხვევაში, 50-წუთიანი გზის პირველინახევრის განმავლობაში საჭეს დათა მართავდა, მან პირველივე ჯერზე ოცდასამივე მრბოლელიუკან ჩამოიტოვა და ტრასის პირველი ნახევარი პირველმა გაიარა. ეს უპრეცედენტო წარმატებაპირადად ქართველი მრბოლელისთვის და ქართული ავტოსპორტისთვის უკვე დაფიქსირდა.  

დათა ქაჯაია, ავტომრბოლელი:ჩემთვის, როგორც მრბოლელისთვის, GT OPEN CUP-ზე ასპარეზობამ კარიერაში სრულიგარდაქმნა მოახდინა. ამ დღემ ახალი მიზანი და შესაძლებლობები დამისახა და ახალიგზა მაჩვენა. ასეთი მასშტაბის ჩემპიონატზე პირველად მონაწილეობისას კი საუკეთესოპირადი შედეგი ძალიან დიდი წარმატებაა.

ზოგადად, განსხვავებულ მანქანაზე გადაჯდომა მრბოლელისთვის დიდი გამოწვევაა. ავტომობილი, რომლითაც აქამდე  ძირითადად ვასპარეზობდი, წინაწამყვანია დაფერარის ნახევარი სიმძლავრე აქვს. GT კლასის ფერარი მართვის სრულიადგანსხვავებულ სტილს მოითხოვს, რომელიც სწრაფ გადაწყობასა და ადაპტირებასსაჭიროებს. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან მძლავრი ავტომობილია, ფუნქციონალურად განსხვავებულად იმართება. მაღალი სიმძლავრის გამო  მარტივია, მრბოლელმა უხეში მოქმედებით გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვას, ამიტომ ძალიანფრთხილი მართვაა საჭირო. ამასთანავე, საბურავების მაღალი ცვეთის პირობებშიავტომობილის რეჟიმების ცვლა აუცილებელია, რათა დაზოგო და რბოლის ბოლომდეშეინარჩუნო. ამიტომ, გარდა იმისა, რომ ავტომობილი სწრაფად უნდა ატარო, მნიშვნელოვანია, სწორ დროს სწორი გადაწყვეტილებები მიიღო, რათა რესურსიდაზოგო. მნიშვნელოვანია სტრატეგიის შემუშავება, რომელიც საშუალებას მოგცემს, ავტომობილი რბოლის ბოლომდე საუკეთესო ფორმაში გყავდეს“.

მარიო გომთი, Mertel Motorsport-ის რბოლის მენეჯერი: დათას პირველად TCR შეჯიბრებაზეშევხვდი. ძალიან სწრაფი, სუპერპროფესიონალი მრბოლელია სწორიდამოკიდებულებით საკუთარი საქმისა და გუნდის მიმართ. მეორე მხრივ კი, ისსაოცარი ადამიანია, რომელთანაც შეგიძლია უბრალო საუბარი და მხიარულება. გარდასაერთო საქმისა, სწორედ ეს გახდა დაახლოების საფუძველი. ძალიან მიხარია, რომდათამ ამ დონისა და მასშტაბის შეჯიბრებაზე იასპარეზა. სუპერპროფესიონალი  ქაჯაიადა სუპერფერარი ერთად - უკვე ძალიან მაგარი ისტორიის დასაწყისია“.

ასეთი ისტორიები კი იწყება იქ, სადაც უკვე წარმატებულ და ტიტულიან პროფესიონალს ახალიგამოწვევების არ ეშინია. შეუძლია დაადგეს ახალ გზას და საკუთარი ძალები მოსინჯოს იქ, სადაცგარდაუვალი წარმატება სულაც არ არის გარანტირებული.

დათა ქაჯაია, ავტომრბოლელი: ვამაყობ, რომ მაღალი დონის ჩემპიონატზე ჩემიმხარდამჭერი ქართული კომპანია იყო. ისტორიაში პირველად, ქართველი მრბოლელიფერარისთან ერთად ასეთი დონის რბოლაზეთეგეტასმხარდაჭერით მოხვდა. ესჩვენს წითელ ფერარიზეც იყო აღბეჭდილი.

ასევე მოხარული ვარ, რომ ისეთი ავტორიტეტული ბრენდის ამბასადორი ვარ, როგორიცაა Shell. თავის მხრივ, ფერარი და Shell უკვე მრავალი წელია, მეგობრობენ. ხშირად მისვამენ შეკითხვას -  რომელ ზეთს მოვიხმარ საკუთარი ავტომობილებისთვის. ჩემი არჩევანი არის Shell.  უმაღლესი კლასის ჩემპიონატზე საკუთარი თვალით ვნახე, რომ მანქანის გადაცემათა კოლოფსა და ძრავაში Shell-ის ზეთებს იყენებენ. ეს არის ზეთი, რომელიც მაღალი სიმძლავრის ავტომობილებში 50 წუთის განმავლობაში 30 გრადუსსიცხეში გაუჩერებლად, მაქსიმალურ ბრუნზე ძრავის მუშაობისას დატვირთვასუმკლავდება და ავტომობილს დაზიანებისგან იცავს“.

GT OPEN CUP-ისთვის საგზური დათა ქაჯაიამ  FERARRI TEST DRIVE 2023-ზე მოიპოვა, სადაცსაუკეთესო შედეგი აჩვენა. გზა გამარჯვებამდე 1,43 წამში 270კმ/საათის სიჩქარით დაფარა.

GT OPEN CUP-ში კი ქართველი მრბოლელის წარმატებული ასპარეზობა საერთაშორისოყურადღების ცენტრში უკვე მოექცა. არის მოლოდინი, რომ მომავალ წელს შეჯიბრებაზე დათაქაჯაია უკვე ოფიციალურადაც წარდგება. ჩაფხუტს ისევ მოირგებს და ავტორბოლის ისტორიაშიმორიგ წარმატებულ თავს დაწერს.

--

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულებისსერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელსავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთოავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალურიდანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულმომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდისწარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები