დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დარწმუნებულები ვართ, რომ ბოლო პერიოდში განხორციელებული ინტერვენციების შემდეგ სებ-მა უკვე დაიწყო და შეისყიდის იმ რაოდენობით სავალუტო რეზერვებს რაც გაყიდა - სოსო ფხაკაძე

დარწმუნებულები ვართ, რომ ბოლო პერიოდში განხორციელებული ინტერვენციების შემდეგ სებ-მა უკვე დაიწყო და შეისყიდის იმ რაოდენობით სავალუტო რეზერვებს რაც გაყიდა - სოსო ფხაკაძე

11-11-2024 11:13:00
„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის” პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ ბანკირის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ განაცხადა, რომ წლების განმავლობაში ბიზნესი BAG ინდექსის კვლევაში მთავარ გამოწვევად ლარის კურსს ასახელებდა. 

„ლარი არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ბარომეტრი. თუ რაიმე გვტკივა ბიზნესს, როგორც საფინანსო ისე რეალურ სექტორს, პირველ რიგში ეს გვაწუხებს და ძალიან გვიხარია, რომ ეს იყო ნომერ პირველი პრობლემა მთელი წლების განმავლობაში და აისახებოდა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის კვლევაში - BAG ინდექსში. 

ქვეყანაში გაქვს ჯანსაღი მაკრო ეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები. როდესაც ასეთი მაკროეკონომიკური ჩარჩოა, დაბალი ინფლაცია და ასე შედეგ, რა საკვირველია როცა შიდა სავალუტო ბაზარზე ადგილი აქვს კონიუნქტურულ რყევებს, რაც შეიძლება განპირობებული იყოს პანიკითა თუ სხვა არაეკონომიკური ფაქტორით საქართველოს ეროვნულ ბანკს იმიტომ აქვს საერთაშორისო რეზერვები, რომ უნდა გამოვიდეს და თავის დროზე ჩაერიოს სავალუტო ბაზარზე. კარგია, რომ სებ-ი ამას აკეთებს“, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.
 
მისი შეფასებით, ბოლო რამდენიმე წლის ანალიზმა აჩვენა, რომ როცა სებ-ი მყისიერად მოქმედებს, აკეთებს ინტერვენციებს ლარის კურსი სწრაფად სტაბილურდება. 
 
„როგორც კი სებ-ი დროულად გამოდის ბაზარზე და აკეთებს ინტერვენციას ლარის კურსი სწრაფად სტაბილურდება. რამდენიმე კვირა გადის და უკვე სებ-ი აქეთ იწყებს დოლარების შესყიდვას. დარწმუნებულები ვართ, რომ ბოლო პერიოდში განხორციელებული ინტერვენციების შემდეგ სებ-მა უკვე დაიწყო და შეისყიდის იმ რაოდენობით სავალუტო რეზერვებს რაც გაყიდა. ამის მომსწრეები გავხდით ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში და ამიტომ არის, რომ ყოველთვის მოვუწოდებთ სებ-ს, რომ თავის დროზე ჩაერიოს სავალუტო ბაზარზე, მაშინ როცა არა ეკონომიკური, არა ფუნდამენტური ფაქტორებით არის გამოწვეული კურსის გაუფასურების საშიშროება. რომ არ ჰქონდეს ძლიერი მაკროეკონომიკური ჩარჩო მაშინ ამ მოწოდებას არ გავაკეთებდით“, - აღნიშნა სოსო ფხაკაძემ. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები