„დანერგე მომავლის“ ბაღების კომპონენტში რეგისტრაცია მიმდინარეობს. განაცხადები მიიღება 2024 წლის 28 თებერვლის ჩათვლით.
ბაღების კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდება ნერგების ღირებულების 70%, ხოლო წვეთოვანი სარწყავი სისტემის 50%.
სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივებისთვის, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში დამატებით +10% თანადაფინანსებაა გათვალისწინებული.
პროგრამა მიზნად ისახავს:
იმპორტული პროდუქციის ქართული ნაწარმით ჩანაცვლებას
საექსპორტო პოტენციალის ზრდას
მეხილეობის სექტორის რაოდენობრივ და თვისობრივ გაუმჯობესებას
სოფლად მცხოვრებთა სოციალურ-ეკონომიკური დონის გაუმჯობესებას
განაცხადის წარმოდგენა შესაძლებელია ელექტრონულად, ბმულზე: https://my.rda.gov.ge/signin
პროგრამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ: https://bit.ly/3uhXMUX
უახლესი
3 საათის წინ
რისი წამალია და როგორ უნდა გამოვიყენოთ პაიდოტერინი?8 საათის წინ
თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად20 საათის წინ
Bitcoin-ის ფასი რეკორდული ზრდის შემდეგ ეცემა