დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ComCom-მა მაუწყებლებისთვის წინასაარჩევნო გაშუქებისას კანონის დაცვის მიზნით გზამკვლევი გამოაქვეყნა

ComCom-მა მაუწყებლებისთვის წინასაარჩევნო გაშუქებისას კანონის დაცვის მიზნით გზამკვლევი გამოაქვეყნა

16-08-2024 18:58:00

კომუნიკაციების კომისიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნოპერიოდის გაშუქებისას კანონმდებლობის დაცვის მიზნით, მაუწყებლებისთვისსაარჩევნო საკითხების რეგულირებასთან დაკავშირებით გზამკვლევი გამოაქვეყნა. გზამკვლევის მიზანია, მაუწყებლებისთვის მკაფიო და განჭვრეტადი გახადოს ისსაკითხები, რომლებიც არჩევნების გაშუქებისას საქართველოს კანონმდებლობასთანსრულ შესაბამისობაში უნდა იყოს. გამოქვეყნებული დოკუმენტისაინფორმაციო-სარეკომენდაციო ხასიათისაა და მაუწყებლებს დაეხმარება მათისაქმიანობის სწორად წარმართვაში, ასევე მედიის წარმომადგენლებისთვის წინასწარგანჭვრეტადი იქნება წინასაარჩევნო მედიამონიტორინგისას კომუნიკაციების კომისიისროგორც ხედვები, ისე კანონმდებლობის დარღვევების შემთხვევაში, კომისიისმიდგომები.  

 

გზამკვლევში მიმოხილულია მაუწყებლებისთვის განსაზღვრული ვალდებულებები, მათშორის პოლიტიკური რეკლამის მიმართ მოთხოვნები, ასევე, მაუწყებლებისვალდებულებები ფასიან და უფასო პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსებასთან,საზოგადოებრივი აზრის კვლევების გამოქვეყნებასა და წინასაარჩევნო დებატებთანდაკავშირებით, როგორც შინაარსობრივი, ისე გავრცელებისთვის განსაზღვრულიპერიოდის კუთხით. დოკუმენტში ასევე მოცემულია მედიის მიერ საარჩევნო საკითხებისმომწესრიგებელი კანონმდებლობის დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებისსამართლებრივი ნორმების მიმოხილვა, მათ შორის „მაუწყებლობის შესახებ"საქართველოს კანონის, საარჩევნო კოდექსისა და კომუნიკაციების კომისიის მიერმიღებული დადგენილებების შესაბამისად.

 

კომუნიკაციების კომისია იმედოვნებს, რომ გზამკვლევი მაუწყებლებსკანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაში დაეხმარება.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები