კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ და მალტის კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოს (MCA) თავმჯდომარემ, ჯაზმონდ ბუჯეიამ, მარეგულირებლებს შორის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისა და ინფორმაციის გაცვლის მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
შეთანხმება მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ბაზრის ანალიზი, მომხმარებელთა გაძლიერებისა თუ დაცვის მექანიზმები, ციფრული რუკა, როუმინგი, უნივერსალური მომსახურებები და სხვა. შეხვედრის ფარგლებში, მხარეები ასევე ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლის ჩარჩოების ჩამოყალიბებაზე შეჯერდნენ და ეროვნული მარეგულირებლის საქმიანობის ტექნიკური, სამართლებრივი და სხვა ასპექტების შესწავლის მიზნით - როგორც მენეჯმენტის, ისე ექსპერტების დონეზე - ორმხრივი კონსულტაციების ჩატარებასა და ელექტრონული კომუნიკაციების სექტორში ერთობლივი სემინარების, კონფერენციებისა და ფორუმების ორგანიზებაზე შეთანხმდნენ.
შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიისთვის, კოლეგა მარეგულირებლებთან თუ სექტორის წარმომადგენელ სხვა ორგანიზაციებთან გამოცდილების გაზიარების მიზნით თანამშრომლობა, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
უახლესი