კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ნათია კუკულაძემ, ტელეკომუნიკაციისსაერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ გამართულ „ციფრული უნარების ფორუმში" მიიღომონაწილეობა, სადაც ციფრული ტრანსფორმაციისა და ციფრული უნარებისუთანასწორობასთან დაკავშირებული მაღალი დონის დიალოგის ფარგლებში, ComCom-ის მიერ ციფრული უნარების განვითარების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებსა დაინიციატივებზე, ასევე მედიაწიგნიერების განვითარების მნიშვნელობასა და აღნიშნულპროცესში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. „სხვა მნიშვნელოვან ინიციატივებსა დაპროექტებთან ერთად, მინდა განსაკუთრებით გამოვყო სახელმწიფო ინტერნეტიზაციისპროგრამა და პროექტი Log in Georgia, რომელიც საქართველოში მსოფლიო ბანკისა დაEIB-ის მხარდაჭერით ხორციელდება. ამ პროექტის ფარგლებში, კომუნიკაციებისკომისია აქტიურად მუშაობს საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასთანმათი ციფრული უნარების გაუმჯობესების კუთხით". - აღნიშნა ნათია კუკულაძემ.
სესიას მოდერაციას უწევდა ITU-ს განვითარების სექტორის დირექტორი, კოსმასზავაზავა. მონაწილეთა შორის ასევე იყვნენ: ბაჰრეინის სამეფოს ტრანსპორტისა დატელეკომუნიკაციების მინისტრი, გაბონის ციფრული ეკონომიკისა და ახალიინფორმაციული ტექნოლოგიების მინისტრი, ლიეტუვას კომუნიკაციებისმარეგულირებელი ორგანოს მმართველი საბჭოს თავმჯდომარე და სხვა. სესიისმონაწილეებმა ასევე იმსჯელეს ციფრული უნარების უთანასწორობის აღმოფხვრისთვალსაზრისით განხორციელებულ ინიციატივებსა და არსებულ გამოწვევებზე,განათლების როლზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
გარდა ამისა, ITU-ს მიწვევით, ნათია კუკულაძემ მოდერირება გაუწია ონლაინუსაფრთხოების შესახებ სესიას, რომლის ფარგლებშიც განხილული იყო ციფრულიტექნოლოგიებისა და ონლაინ ინფორმაციის გამოყენებასთან დაკავშირებული ისეთისაფრთხეები, როგორებიცაა დეზინფორმაცია, სიძულვილის ენა, კიბერბულინგი და სხვა.დისკუსიის მონაწილეებმა განიხილეს აღნიშნულ საფრთხეებთან გამკლავებისკონკრეტული ინიციატივები და ასევე იმსჯელეს, თუ რა როლი აქვს ცნობიერებისამაღლებას და ციფრული უნარების განვითარებას არსებული რისკების მართვისას.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ComCom-ის საერთაშორისო ურთიერთობებისსამსახურის უფროსი, ნინო გრძელიშვილი და კომისიის თავმჯდომარის აპარატისუფროსი, მაია ბიგვავა.
„ციფრული უნარების ფორუმი" ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU)ორგანიზებით და ბაჰრეინის მარეგულირებელი ორგანოს (TRA) მასპინძლობითგაიმართა და მიზნად ისახავდა დარგის ექსპერტების, ციფრული შესაძლებლობებისგანვითარებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანოებისა და სამინისტროების,ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების, სატელეკომუნიკაციო სფეროსოპერატორების, ეროვნული საგანმანათლებლო, სასწავლო თუ საერთაშორისო დარეგიონალური ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის დიალოგის ხელშეწყობასისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა ციფრული ტრანსფორმაცია, ციფრულიუნარების უთანასწორობის აღმოფხვრის სტრატეგიები, ციფრული ტექნოლოგიებისა დაონლაინ ინფორმაციის უსაფრთხო გამოყენება, მწვანე და ციფრული ტრანსფორმაცია,განვითარებადი ტექნოლოგიების გავლენა მომავლის უნარებზე და სხვა.
შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიისთვის, კოლეგა მარეგულირებლებთან დასექტორის წარმომადგენელ სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და ინფორმაციისათუ გამოცდილების გაზიარება, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
უახლესი