კომუნიკაციების კომისიის წევრმა ეკატერინე იმედაძემ აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებლების ქსელის (EaPeReg) 23-ე პლენარული სხდომის ფარგლებში საერთაშორისო ურთიერთობებისადმი მიძღვნილ სესიაში მიიღო მონაწილეობა. ეკატერინე იმედაძემ, რომელიც ამავდროულად ქსელის 2023 წლის თავმჯდომარე იყო, EaPeReg-ისა და ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU) ურთიერთობებსა და მათ შორის განხორციელებული და დაგეგმილი ერთობლივი პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
EaPeReg-ის 23-ე პლენარული სხდომა და სამუშაო შეხვედრები ინფრასტრუქტურის გაზიარების კანონის აღსრულების ეკონომიკურ ასპექტებს ეხებოდა და განხილული იყო როგორც ქსელის 2024 წლის პირველ ნახევარში განხორციელებული საქმიანობა, ქსელის ექსპერტული ჯგუფების ანგარიშები, ისე ევროკომისიის მიერ დაინიცირებული და მხარდაჭერილი პროექტის, EU4Digital-ის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები. პლენარულ შეხვედრაზე ასევე დამტკიცდა ქსელის 2024 წლის მეორე ნახევრის გეგმები და მონაწილეებმა ქსელის 2025 წლის თავმჯდომარისა (აზერბაიჯანი) და ვიცე-თავმჯდომარის (ლატვია) კანდიდატურები დაასახელეს.
რაც შეეხება სამუშაო შეხვედრებს, მონაწილეებმა ინფრასტრუქტურის გაზიარების კანონპროექტი და მისი აღსრულების ეკონომიკური ასპექტები, ასევე გიგაბიტ ინფრასტრუქტურის აქტი (GIA) განიხილეს, მათ შორის ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე წვდომის ტარიფების რეგულირების შესახებ რუმინეთის, ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე წვდომის რეგულირების საკითხებზე ჩეხეთის, ხოლო დავების გადაწყვეტის პრაქტიკული საკითხების თაობაზე პოლონეთის გამოცდილებაზე ისაუბრეს.
უახლესი