კომპანია Coca-Cola-მ Microsoft-თან 1,1 მლრდ დოლარის ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რაც Coca-Cola-ს სისტემებში Microsoft-ის სერვისების და ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციას მოიცავს.
შეთანხმების თანახმად, Microsoft და Coca-Cola, Azure OpenAI-თან „ერთობლივ ექსპერიმენტებს ჩაატარებენ“.
საუბარია Microsoft-ისა და OpenAI-ის მიერ მხარდაჭერილ პლატფორმაზე, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს შექმნან ჩატბოტები და სხვა ხელოვნური ინტელექტის პროგრამები.
ისინი მუშაობენ Microsoft Azure -ს ღრუბლოვან გამოთვლების მომსახურებაზე.
2020 წელს Coca-Cola-მ უკვე გააფორმა ხუთწლიანი კონტრაქტი Microsoft-თან, მაგრამ იმ დროისთვის ეს იყო დაახლოებით $250 მილიონიანი კონტრაქტი, რის შედეგადაც სასმელების მწარმოებელმა მიიღო Microsoft Cloud-ისა და ბიზნეს პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების შესაძლებლობა.
მანამდე, Microsoft-მა განაცხადა, რომ ორი წლის განმავლობაში 2,9 მილიარდ დოლარს ჩადებდა იაპონიაში ღრუბლოვანი და ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის გაფართოებისთვის.
გასული წლის შემოდგომაზე Coca-Cola-მ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით გამოუშვა შეზღუდული რაოდენობის სასმელი „მომავლის გემოთი“.
უახლესი