საქართველოში აშშ-ს ელჩი Coca-Cola Bottlers Georgia-ს საწარმოს სტუმრობდა. როგორც კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საწარმოში რობინ დანიგანს მასპინძლობა კომპანიის დამგუძნებელმა თემურ ჭყონიამ გაუწია.
„რამდენიმე დღის წინ, მუხრანის ველზე მდებარე Coca-Cola Bottlers Georgia-ს აშშ-ის ელჩი, ქალბატონი რობინ დანიგანი და საელჩოს დელეგაცია ესტუმრნენ. ქარხანაში გამართულ ტურს, თემურ ჭყონია მასპინძლობდა, რომელმაც ელჩს ამერიკის სიმბოლოდ წოდებული - Coca-Cola-ს, McDonald's-ისა და განახლებული ქართული ბრენდის, წყალი “მთის” წარმოების სრული პროცესი გააცნო.
ვიზიტის დროს, ამერიკის ელჩი შეეხო Coca-Cola-სა და McDonald's-ის როლს დასავლური პოპ-კულტურის ჩამოყალიბებაში. სიამაყით აღინიშნა ის ფაქტიც, რომ Coca-Cola-სა და McDonald's-ი შემოსვლა საქართველოს ბაზარზე მნიშვნელოვანი სიმბოლო იყო დასავლური საუკეთესო ბიზნეს-პრაქტიკის დამკვიდრების საქმეში. დღესაც, სწორედ იგივე როლს იკავებს კომპანია, საზოგადოების ცხოვრებაში და ქვეყნის განვითარებაში.
ვიზიტის დროს, ელჩი გაეცნო როგორც ქარხნის ტექნოლოგიებს, ასევე კომპანიის თანამშრომლებსაც, რომლებიც გამორჩეული პროფესიონალიზმით, საქართველოში ნერგავენ სიახლეებს და წარმოების პროცესს მეტად ეფექტიანს ხდიან.
ქალბატონმა რობინ დანიგანმა და ეკონომიკისა და პოლიტიკის საკითხებში აშშ-ის საელჩოს მრჩეველმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ულტრათანამედროვედ აღჭურვილი Coca-Cola-ს და წყალი „მთის“ ქარხანის დათვალიერებას, რომელიც სრულად პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს, რათა მომხმარებელს მიეწოდოს უმაღლესი ხარისხის პროდუქცია.
ყურადღება გამახვილდა ორივე კომპანიის (Coca-Cola და McDonald's) ჯამური ინვესტიციის მოცულობაზე და კომპანიების როლზე, საქართველოს ეკონომიკაში. დაარსების დღიდან, საქართველოში ორივე კომპანიამ განახორციელეს ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია. სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილი თანხა კი 1 მილიარდ ლარამდეა. 2024 წლის მონაცემებით, ორივე კომპანიამ საქართველოს ბიუჯეტში 300 მილიონ ლარამდე შეიტანს, ასევე ღირსეული ანაზღაურებითა და სამუშაო პირობებით უზრუნველყოფს 3500 დასაქმებულს. ქარხანაში გამართული ტურის შემდეგ, ორივე მხარემ იმედი გამოთქვა, რომ ამერიკული ბიზნესი საქართველოში განაგრძნობს, მნიშვნელოვანი როლის შესრულებას ქვეყანის ეკონომიკის განვითარებაში და ასევე ბაზარზე კიდევ უფრო გამორჩეული, სტაბილური და მაღალხარისხიანი იქნება“, - აღნიშნულია Coca-Cola Bottlers Georgia-ს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
უახლესი
7 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა