ავტომობილების სათადარიგო ნაწილების იმპორტი და რეალიზატორი კომპანია „ამბოლი“, რომელიც ბაზარზე 2004 წლიდან ოპერირებს გაფართოებას განაგრძობს.
როგორც Business Insider Georgia-სთან „ამბოლის“ საცალო გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორმა ზურა შალამბერიძემ განაცხადა, „ამბოლი“ ამ დროისთვის საქართველოს ყველა დიდ ქალაქში 18 ფილიალით არის წარმოდგენილი და წლის ბოლომდე 2 ახალი ფილიალის გახსნა იგეგმება: ვარკეთილსა და ივერთ უბანში.
„2024 წელს „ამბოლი“ კვალავაც განაგრძობს გაფართოებას და საქართველოს მასშტაბით კიდევ 8 ფილიალის გახსნა მოიაზრება“, - აღნიშნა კომპანიის საცალო გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორმა.
ზურა შალამბერიძის თქმით, ავტომობილების იმპორტის ზრდის პარალელურად მზარდია ავტო ნაწილების ბაზარიც.
„ჩვენს სეგმენტში დიდი კონკურენციაა, თუმცა ვართ ისეთი პრემიუმ ბრენდების ოფიციალური პარტნიორები, როგორიცაა Goodyear, Nexen, Toyo tires, Mutlu, Duracell, Osram, Brembo, TMD, Wolf, Totach, ENI და ეს საშუალებას გვაძლევს ავტო პროდუქტების მიმართულებით ჩვენი ბაზრის წილიც მუდმივად გავზარდოთ.
ასევე, ამ მიმართულებით გვეხმარება ახალი სერვისების განვითარება და ავტომობილის მოვლის პროცესის გამარტივება.
დავნერგეთ მობილური ავტო სერვისი, რომლის საშუალებითაც თქვენი სახლის ეზოში ან სამსახურის პარკინგზე „ამბოლის“ მობილური სერვისი და პროფესიონალი მექანიკოსი მოგაკითხავთ.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, 15 ნოემბრიდან „ამბოლმა“ წარადგინა ახალი შეთავაზება - სუპერ გარანტია საბურავებზე. სუპერ გარანტიის ფარგლებში ამბოლი მომხმარებელს საბურავის მექანიკური დაზიანების შემთხვევაშიც კი, უსასყიდლოდ შეუკეთებს, აღუდგენს ან დაუკომპენსირებს საბურავის ღირებულებას. სუპერ გარანტია სრულიად იცავს მომხმარებელს შესაძლო დამატებითი ხარჯებისგან და უმარტივებს მას ავტომობილის მოვლას.
წელს დაგვემატა ავტომობილის დეტალური შემოწმების სერვისი, წარმოიდგინეთ, რომ მანქანის ყიდვა ან გაყიდვა გსურთ და სათანადო შემოწმება გესაჭიროებათ.
„ამბოლში“ მანქანას დეტალურად დაგითვალიერებენ და შეფასების დოკუმენტსაც მოგცემენ. ამის შემდეგ, კი თავად გადაწყვეტთ, მისაღებია თუ არა კონკრეტული ავტომობილის შეძენა“, - განუცხადა Business Insider Georgia-ს „ამბოლის“ საცალო გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორმა ზურა შალამბერიძემ.
უახლესი