„ლისაბონში უკვე შევიძინეთ სივრცე და ერთ კვირაში ვიწყებთ რემონტს და სექტემბრის ბოლოს უკვე „ჩვენის“ პირველი რესტორანი გაიხსნება“ - ამბობს გურამ ბაღდოშვილი.
ასევე, 2024 წლის მეორე ნახევარში რესტორნების გახსნა ფრანჩაიზინგით პრაღაში და მადრიდში გაიხსნება. განიხილება აშშ-ის ბაზარიც.
რესტორანი „ჩვენი“ მეექვსე წელია ადგილობრივ ბაზარზე ოპერირებს.
„რესტორნის გარემო აწყობილია ურბან არტ დეკოზე, წარმოდგენილია მცირე ურბანული მუზეუმი, ის ნივთები რომლებიც დაეხმარა ადამიანს კულინარიულ განვითარებაში. წარმოდგენილია თბილისური ეზო - „ცა-ფირუზ ხმელეთ-ზურმეხტი“, ქმნის ულამაზეს გარემოს და სარესტორნო სივრცეში ერთდროულად 150 ადამიანის მასპინძლობაა შესაძლებელი. რესტორანში ასევ არის შეფ-რუმი(Chef Room) სადაც სტუმრებს სთავაზობენ მასტერკლასებს“, - ამბობს ბაღდოშვილი.
ამ დროისთვის რესტორანში დასაქმებულია 40 ადამიანი.
უახლესი
6 საათის წინ
ბიტკოინის ფასი ახალ რეკორდულ ნიშნულზეა8 საათის წინ
ლარი ევროსთან და აშშ დოლართან გამყარდა