დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა მოიაზრებს, რომ მაქსიმალურად მხარში დავუდგეთ ბიზნესს, რათა შეძლოს თავისი მთავარი ფუნქციის შესრულება - შოთა ბერეკაშვილი

ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა მოიაზრებს, რომ მაქსიმალურად მხარში დავუდგეთ ბიზნესს, რათა შეძლოს თავისი მთავარი ფუნქციის შესრულება - შოთა ბერეკაშვილი

28-03-2025 10:28:00

ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა არის, რომ მაქსიმალურად მხარში დავუდგეთ ბიზნესს და მაქსიმალურად ხელი შევიწყოთ, რომ ბიზნესმა შეძლოს თავისი მთავარი ფუნქციის შესრულება, რაც არის დოვლათის და სამუშაო ადგილების შექმნა, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკური ფორუმის დასრულების შემდეგ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, სამუშაო ბაზარზე კვალიფიციური სპეციალისტების ნაწილში  არსებობს გამოწვევები, რაზეც საჯარო და კერძო სექტორმა ერთად უნდა იმუშაოს.

„ძალიან საინტერესო დისკუსია იყო. ჩვენ მოვუსმინეთ ბიზნესს, მოვისმინეთ მათი შეხედულება მიმდინარე ეკონომიკურ განვითარებაზე, იმ გამოწვევებზე რაც ბიზნესს გააჩნია. ასევე იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც ბიზნესი ქმნის. ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა არის, რომ მაქსიმალურად მხარში დავუდგეთ ბიზნესს და მაქსიმალურად ხელი შევიწყოთ, რომ ბიზნესმა შეძლოს თავისი მთავარი ფუნქციის შესრულება, რაც არის დოვლათის და სამუშაო ადგილების შექმნა.

ძალიან საინტერესო დისკუსია გვქონდა დასაქმების ნაწილში და ერთობ პარადოქსული სიტუაცია გაქვს ბაზარზე, რადგან ბიზნესის მხრიდან ათასობით ვაკანსია არსებობს დასაქმების მიმართულებით, თუმცა სამუშაო ბაზარზე არის გამოწვევები კვალიფიციური სპეციალისტების ნაწილში და მიგვაჩნია, რომ საჯარო და კერძო სექტორმა ერთად უნდა იმუშაოს იმისთვის, რომ მოხდეს სამუშაო ძალის გადამზადება და მათი ინტეგრაცია ეკონომიკაში“, - აღნიშნა  შოთა ბერეკაშვილმა.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ეკონომიკური ფორუმის მეჩვიდმეტე დისკუსია გაიმართა, რომლის  თემა „რეგიონული პოლიტიკა და ეკონომიკური ზრდა | ხელისუფლების როლი“ იყო.

2025 წლის ეკონომიკური ფორუმის დისკუსიათა სერია ტრადიციულად პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გახსნა.

პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის და "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ხუბუა.

დისკუსიაში ეკონომიკური ფორუმის ფორმატში ერთობლივად მონაწილეობდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი  ხელისუფლების წარმომადგენლები, დისკუსიაში ჩართული იყო სექტორის ცალკეული კომპანიების ხელმძღვანელები, მფლობელები და პარტნიორები, აკადემიური და ანალიტიკური სექტორის წარმომადგენლები. ღონისძიებას მოდერაციას უწევდა საქართველოს ეკონომიკური ფორუმისა და Business Insider Georgia-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები