დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩვენ ვმუშაობთ, რათა ხელი შევუწყოთ ბიზნესს ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის ამაღლებაში -  IFC

ჩვენ ვმუშაობთ, რათა ხელი შევუწყოთ ბიზნესს ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის ამაღლებაში - IFC

09-10-2023 16:05:42

IFC - International Finance Corporation საქართველოში კერო სექტორისთვის ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით აქტიურად აგრძელებს მუშაობას. როგორც Business Insider-ს IFC-ში განუცხადეს ამ ეტაპზე IFC-ის მიერ ლარში დენომინირებული ობლიგაციების გამოშვება არ იგეგმება. 

“IFC-მ მიმართა საქართველოს მთავრობას ობლიგაციების პროგრამის ნებართვის მოთხოვნით, რაც სტანდარტულ პროცედურას წარმოადგენს. უახლოეს მომავალში IFC-ის მიერ ლარში დენომინირებული ობლიგაციების გამოშვება არ იგეგმება, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ განვახორციელოთ ემისია. ზოგადად, IFC მხარს უჭერს საქართველოში კერძო სექტორის განვითარებას. ამ სტრატეგიის ფარგლებში, ჩვენ ვმუშაობთ, რათა ხელი შევუწყოთ ბიზნესს ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის ამაღლებაში. IFC-ის მიერ ობლიგაციების გამოშვება ხელს უწყობს ფინანსური რესურსის მოზიდვას ადგილობრივ ვალუტაში ინვესტიციების განხორციელებისათვის და მხარს უჭერს კაპიტალის ბაზრების განვითარებას”, - აღნიშნულის შესახებ Business Insider Georgia-ს IFC-ში განუცხადეს. 

შეგახსენებთ, რომ დღეს მთავრობის სხდომაზე საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) მიერ საქართველოს ბაზარზე ლარში დენომინირებული ობლიგაციების გამოშვების შესახებ” განიხილეს. 

IFC-ის შესახებ

IFC-, მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი და განვითარებაზე ორიენტირებული ყველაზე მსხვილისაერთაშორისო ინსტიტუტია, რომელიც განვითარებად ქვეყნებში კერძო სექტორს უწყობს ხელს.ჩვენ ვმუშაობთ 2,000 ბიზნეს კომპანიასთან მსოფლიოს მასშტაბით და ვიყენებთ სამოცწლიანგამოცდილებას განვითარებისთვის საჭირო შესაძლებლობების შესაქმნელად იქ, სადაც ამისსაჭიროება ყველაზე მწვავეა. 2017 ფინანსურ წელს, ჩვენმა გრძელვადიანმა ინვესტიციებმაგანვითარებად ქვეყნებში რეკორდულ 19.3 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც  მიმართულიაკერძო სექტორის ხელშეწყობისკენ იმისათვის, რომ მან გადამწყვეტი როლი შეასრულოს  უკიდურესისიღარიბის დაძლევასა და საყოველთაო კეთილდღეობის ამაღლებაში. დამატებითი ინფორმაციისმიღება შესაძლებელია ვებ-გვერდზე: www.ifc.org .

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები