აზერბაიჯანმა და ჩინეთმა მფრინავების მომზადებისა და ამ მიზნით ტრენინგების ორგანიზების საკითხი განიხილეს.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამის შესახებ ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა რაშად ნაბიევმა სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, ჩინეთში ვიზიტისას იგი შეხვდა ჩინეთის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, სონ ჯიონგს, რომელიც აყალიბებს ამ ქვეყნის საავიაციო პოლიტიკას და განიხილეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარება.
„ჩვენ გავცვალეთ აზრები ჩინეთთან პირდაპირი ფრენების და მიმართულებების გაზრდის საკიტხზე. ასევე იმის თაობაზე, რომ ჩინური კომპანიები აზერბაიჯანის რეგიონული აეროპორტების ოპერატორები გახდნენ“, - განაცხადა მინისტრმა.
უახლესი
3 წუთის წინ
ქვეყნები, სადაც საქართველო შოკოლადს ყიდულობს6 საათის წინ
როგორია EMAAR ჯგუფის განხორციელებული პროექტები13 საათის წინ
Cosmo-მ ასორტიმენტი გააფართოვა