ბაქოში გამართული საერთაშორისო გამოფენის CASPIAN AGRO 2023 ფარგლებში, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის მინისტრ მეჯნუნ მამედოვს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ტრანსსასაზღვრო დაავადებების საკითხი განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და აზერბაიჯანის სამეცნიერო-კვლევით ცენტრებს შორის ლაბორატორიული მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას.
„შეხვედრის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მიმართულებით სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ, ვიმსჯელეთ გამოცდილების გაზიარების საჭიროებაზე. 2014 წელს გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი და აზერბაიჯანის მევენახეობის და მეღვინეობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი აქტიურად თანამშრომლობენ ერთობლივი კვლევითი საქმიანობების წარმოების მიზნით. ბოლო პერიოდში, ჩვენს ცენტრში ახალი კვლევები ჩატარდა, რომლის შედეგების გაზიარება, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი საკითხია“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ საქართველო და აზერბაიჯანი სოფლის მეურნეობის სფეროში არაერთი მიმართულებით თანამშრომლობენ, მათ შორის, „ერთიანი ჯანმრთელობის“ კონცეფციის ფარგლებში ჩამოყალიბებულია აბრეშუმის დიდი გზის ბიოზედამხედველობის ქსელი - BNSR.
უახლესი
2 საათის წინ
დავით ნარმანია სემეკის მომხმარებლებთან ურთიერთობებზე4 საათის წინ
ლარი ევროსთან გამყარდა4 საათის წინ
გერმანიიდან იმპორტი 27%-იან ზრდას აჩვენებს4 საათის წინ
Bitcoin-ის ფასი 7-თვიან მაქსიმუმზეა