დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ბუმ გრუპი“ ახალ ქარხანას აშენებს - ინვესტიცია €7 მილიონია

„ბუმ გრუპი“ ახალ ქარხანას აშენებს - ინვესტიცია €7 მილიონია

07-03-2024 12:00:00

ენერგეტიკული სასმელების მსხვილი მწარმოებელი „ბუმ გრუპი“ თბილისში, ორხევში ახალ ქარხანას აშენებს. 

როგორც კომპანიის კომერციული დირექტორი ბესარიონ ურუმაშვილი Business Insider Georgia- სთან ამბობს,  მოქმედი საწარმოს პარალელურად შენდება ქარხანა, რომელიც საათში 44 ათას ერთეულ პროდუქტს გამოუშვებს.

„საწარმო 2025 წლის მაისში შევა ექსპლუატაციაში. უცხოური ინვესტიციის მოცულობა 7 მილიონი ევროა“, - ამბობს ბესარიონ ურუმაშვილი. 

მისივე თქმით, ქარხნის აშენების გადაწყვეტილება მზარდი შეკვეთების ფონზე მიღეს. 

„მუდმივად ვქმნით ახალ პროდუქტებს. კლიენტები გვემატება, როგორც ადგილობრივ ბაზარე, ასევე ძირითადად გვაქვს სალიცენზიო ჩამოსხმები. კერძოდ, სალიცენზიო ჩამოსხმებში დაგვემატა საერთაშორისო ბრენდია კინგ-კონგი. ამ ბრენდის ქვეშ იქნება როგორც ენერგეტიკული სასმელები, ასევე მოჰიტო, კოლა და ა.შ. დაახლოებით თვენახევარში დავიწყებთ პროდუქციის გამოშვებას და ექსპორტზე გატანას ძირითადად შუა აზიის ბაზარზე, ყაზახეთსა და უზბეკეთში“, - ამბობს ურუმაშვილი.

„ბუმ ჯგუფისთვის“ გაყიდვების კუთხით წარმატებული იყო 2023 წელიც. 

,,2023 წლის სეზონს 20%-იანი ზრდით დავხურავთ.  75 მილიონ ბოთლამდე ავდივართ ადგილობრივ ბაზარსა და  ექსპორტზე გაყიდვებით. აქედან ექსპორტი უკვე 25 მილიონიან მაჩვენებელს გადასცდა. რაც შეეხება გარე ბაზრებს, შუა აზია განვითარდა უფრო მეტად, პოლონეთი დაგვემატა და გაძლიერდა, დანარჩენ  ქვეყნებში სტაბილურად ვაგრძელებთ მიწოდებას.

აღსანიშნავია, რომ ენერგეტიკული სასმელებზე მოთხოვნა დიდია მსოფლიოში, შესაბამისად, ექსპორტი განსაკუთრებით მზარდია“, -  ამბობს ბესარიონ ურუმაშვილი.

ცნობისთვის,ბუმ გრუპი“, ენერგეტიკული სასმელების ქართულ ბაზარზე 2014 წელს გამოჩნდა. კომპანია მზარდი ტემპებით ვითარდება და დღეს ბაზრის 55%-ს ფლობს. საწარმო ორხევში მდებარეობს, სადაც 150 ადამიანია დასაქმებული.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები