დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბრიტანულმა გამოცემა INDEPENDENT-მა ბათუმი ზაფხულის საუკეთესო TOP-10 ტურისტულ მიმართულებას შორის დაასახელა

ბრიტანულმა გამოცემა INDEPENDENT-მა ბათუმი ზაფხულის საუკეთესო TOP-10 ტურისტულ მიმართულებას შორის დაასახელა

27-04-2023 13:37:58

პრესტიჟული  ბრიტანული ონლაინ გამოცემა INDEPENDENT-ი ბათუმს ზაფხულის  10 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის ასახელებს - ამის შესახებ განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე.

„10 შთამაგონებელი იდეა აქტიური მოგზაურებისთვის“ - ამ სათაურით გამოქვეყნებულ სტატიაში, მაღალრეიტინგული ონლაინგამოცემა INDEPENDENT აქტიურ მოგზაურებს ურჩევს სხვა ევროპულ ქვეყნებთან ერთად ზაფხული ბათუმში გაატარონ. ევროპული ქვეყნების ჩამონათვალში საფრანგეთის, პორტუგალიის, ესპანეთის, ხორვატიისა და  შვეიცარიის გვერდით ბათუმი მეორე ადგილს იკავებს.

აჭარის მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ ყურადღება გაამახვილა ტურიზმის დადებით დინამიკაზე, 2019 წელთან შედარებით. მისი განცხადებით, გაზრდილია ვიზიტები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში და ზრდა შეადგენს 53%-ს ასევე, გასულ 2022 წელთან შედარებით ზრდა არის 17%-ზე მეტი.

მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა „World Travel Awards“-ის ევროპის დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელსაც ბათუმი მიმდინარე წლის 30 სექტემბერს უმასპინძლებს.

მსოფლიოში ტურიზმის ოსკარის სახელით ცნობილი ღონისძიების ევროპის გალა ცერემონიას ბათუმში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ტურიზმის ინდუსტრიის წამყვანი კომპანიების, სასტუმროების, ტურსააგენტოების, ბიზნეს და სახელმწიფო ორგანიზაციები, ასევე საერთაშორისო მედიის 300-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრება.

უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წელს, ბათუმმა World Travel Awards-ის პრესტიჟული ჯილდო, როგორც ევროპის და შემდეგ უკვე, როგორც მსოფლიოს სწრაფად მზარდმა ტურისტულმა მიმართულებამ მოიპოვა.

მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ ეკონომიკური ტენდენციები შეაფასა. მისი განცხადებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი პირველ კვარტალში გადაჭარბებით 120%-ით შესრულდა, რაც არის 20% იანი ზრდა, შესაბამასიდ, გაზრდილია საგადასახადო შემოსავლები ყველა  მიმართულებით, რაც მიუთითებს დადებით დინამიკაზე, რომელიც აისახება როგორც ბიზნესის, ასევე სამუშაო ადგილების ზრდაზე.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები