ბრიტანეთის ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ დიდი ბრიტანეთი გაყინავს რუსეთის სახელმწიფო აქტივებს მანამ, ვიდრე მოსკოვი უკრაინისთვის მიყენებული ზიანისთვის კომპენსაციის გადახდას არ დათანხმდება.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ განაცხადა, რომ რუსეთის სუვერენული აქტივები უმოქმედო დარჩება მანამდე, ვიდრე რუსეთი არ დათანხმდება უკრაინას მიყენებული ზიანი აუნაზღაუროს, წერს The Guardian-ი.
ევროპის საბჭომ უკვე შექმნა უკრაინისთვის ზიანის ანაზღაურების მიზნით ციფრული რეესტრი.
თავის მხრივ, უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ანდრეი კოსტინმა თქვა, რომ ის ემხრობა რუსული აქტივების პირდაპირ ჩამორთმევას და არა აქტივების გაყინვას, რათა აიძულოს რუსეთი აანაზღაუროს უკრაინელი ხალხისთვის მიყენებული ზიანი.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა ევროკომისიას რუსეთის ცენტრალური ბანკის 200 მილიარდ ევროზე მეტი აქტივების გაყინვის შესახებ აცნობეს.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის თებერვალში ევროკავშირმა რუსეთის 33 იურიდიული პირისა და ერთი სატრანსპორტო კომპანიის წინააღმდეგ, რომელიც არაბეთის გაერთიანებულ საამიროებშია რეგისტრირებული სანქციების მე-10 პაკეტი შემოიღო.
შეზღუდვების ქვეშ მოექცა 87 ფიზიკური და 34 სამეცნიერო-ტექნიკური ორგანიზაცია, მანქანათმშენებლობისა და სამხედრო-სამრეწველო დარგები, ბანკები, მედია და საზოგადოებრივი ორგანიზაცია.
უახლესი
3 საათის წინ
როგორია მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის სტატისტიკა