დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Boletto-ს გუნდი სეზონზე სოკოს ტურების ორგანიზებას გეგმავს

Boletto-ს გუნდი სეზონზე სოკოს ტურების ორგანიზებას გეგმავს

14-04-2023 11:00:28

Boletto-ს გუნდი სოკოს სეზონზე, ზაფხულიდან შემოდგომამდე, სოკოსა და ეკოტურიზმის მოყვარულთათვის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში „სოკოს ტურების“ ორგანიზებას გეგმავს.

როგორც Business Insider Georgia-თან Boletto-ს თანადამფუძნებელი სოსო კობახიძე განმარტავს, „სოკოს ტურები“ პროფესიონალ მიკოლოგთან თანამშრომლობით  (შესაძლოა, იყოს ერთდღიანი ან ორდღიანი) განხორცელდება.

რაც შეეხება მონაწილეობის ფასს, ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის.

„ტურს ტყეში დავიწყებთ, შევაგროვებთ და გავეცნობით სხვადასხვა ტყის სოკოს და გავეცნობით ადგილობრივ ბუნებას. ყველა ტურს აუცილებლად ექნება კულინარიული დასასრული, სადაც ტურის მონაწილეები შეგროვებული სოკოებით დამზადებულ კერძებს მიირთმევენ.

რესტორნებსა და სასტუმროებს, რომლებიც ტურებს უმსაპინძლებენ, ცოცხალ სოკოსთან ერთად, საჭიროების შემთხვევაში, აუცილებლად ექნებათ გამომშრალი ან გაყინული სოკოსგან კერძის მომზადების საშუალებაც.

„გასულ წელს გარემოსდაცვითი ორგანიზაციათა ქსელის „CENN-ის“ დახმარებით და ასოციაცია „ტყის პროდუქტის“ ჩართულობით ჩავატარეთ ტრენინგები, რომელიც გათვლილი იყო იმ გიდებისთვის, რომელთაც ეკოტურიზმთან აქვთ შეხება და ტყის ტურიზმით არიან დაკავებული.

კურსი თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს მოიცავდა, თუმცა ცუდი სეზონის გამო, ფიზიკურად სოკო აღარ იყო ტყეში და ამის გამო პრაქტიკული გასვლითი ტრენინგიები 2022 წელს ვეღარ მოესწრო. წელს ვგეგმავთ, რომ ეს კურსი დავასრულოთ და როგორც კი სოკოს აქტიური სეზონი დაიწყება, ივლისიდან აქტიურად დავიწყებთ სოკოს ტურების შეთავაზებას“, - ამბობს სოსო კობახიძე.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები