ევროპაში სანქცირებული რუსეთის მოქალაქეებისთვის დაბლოკილი აქტივების მთლიანმა ღირებულებამ 20,9 მილიარდ ევროს (22 მილიარდი დოლარი) მიაღწია, იტყობინება Bloomberg.
ბოლო თვეებში ეს მონაცემი 20%-ით გაიზარდა.
Bloomberg-ის ცნობით, გასული წლის ოქტომბერში ბლოკის ქვეყნებმა განაცხადეს, რომ სანქციების ქვეშ მოქცეულ რუსებს დაახლოებით 17,4 მილიარდი ევროს აქტივები გაუყინეს.
გაყინული აქტივების ოდენობა ქვეყნებს შორის არაპროპორციულად ნაწილდება.
Bloomberg-ის თანახმად, ბელგიამ და ლუქსემბურგმა გაყინეს „მილიარდობით“ აქტივები, ხოლო საბერძნეთმა - მხოლოდ 212,201, ხოლო მალტამ - 222,470 ევრო.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსეთს ევროკავშირმა, აშშ-მ და სხვა ქვეყნებმა სანქციები დაუწესეს.
უახლესი