დაახლოებით 30 წელზე მეტია ჩვენ ბიზნესში ვართ. ბიზნესს აკეთებენ ოპტიმისტი ადამიანები, ამიტომ ყოველთვის ოპტიმისტურად ვართ განწყობილები. თუმცაღა პოლიტიკური დაძაბულობა ხელს არ უწყობს ბიზნესის განვითარებას. ეს ცალსახად ასეა და მგონი ეს ყველას გვესმის, - ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ განაცხადა.
მისი შეფასებით, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური დაძაბულობის მიუხადავად, არის იმედი, რომ მაკროეკონომიკური სტაბილურობა შენარჩუნდება.
„რომ ავიღოთ პირველი ოთხი თვის ეკონომიკური ზრდა და ზოგადად მაკროეკონომიკური ჩარჩო, ეს იყო ძალიან სტაბილური და ჯანსაღი და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ასე შენარჩუნდება.
ჩვენ, ბიზნესმენები ვწვალობთ, ვმუშაობთ ძალიან ბევრს იმისთვის, რომ რაღაც ღირებული, ფასეული შევქმნათ არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, ოჯახისთვის, არამედ ქვეყნისთვის და რა საკვირველია ჩვენთვის პოლიტიკურ სტაბილურობას და მშვიდობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. ჩვენ ამას ღიად ვამბობთ, ვამბობდით და ვიტყვით ყოველთვის“, - აღნიშნა სოსო ფხაკაძემ.
უახლესი
1 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება