ჩვენი ქვეყნის საბანკო სისტემა ნამდვილად გამორჩეულია განვითარების დონით, მიწოდებული საბანკო სერვისის ხარისხით, სტაბილურობითა და მთელი რიგი სხვა პარამეტრებით. ზოგადად, საფინანსო საბანკო სისტემას დიდი წვლილი აქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში, საბანკო სისტემის როლი ძალიან დიდია ეკონომიკურ ზრდაში, რომელიც ჩვენ ძალიან გვეამაყება და რომელსაც ჩვენი ქვეყანა ბოლო 3 წელია აჩვენებს“, - განაცხადა “საქართველოს ბიზნეს ასოციაციის” პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ ბანკირის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ მისივე თქმით, ეკონომიკის მთავარი ბარომეტრი ლარის კურსია და ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვბანია კურსის სტაბილურობა.
„ძალიან გვიხარია, რომ ეს სტაბილურობა შენარჩუნდა და ხდება მისი შენარჩუნება, რამეთუ ოდნავი გაუფასურებაც კი მყისიერ გავლენას ახდენს ბიზნესზე, ნებისმიერ სფეროში, ნებისმიერ სექტორში მოღვაწე ბიზნეს კომპანიებზე. უნდა აღინიშნოს ასევე ის, რომ ჩვენს ქვეყანას ბოლო წლებია აქვს მყარი, ჯანსაღი ფუნდამენტური მაკრო-ეკონომიკური ფაქტორები და ესეთ დროს ყველანაირი ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ შევინარჩუნოთ ლარის კურსის სტაბილურობა“, - აღნიშნა ფხაკაძემ.
უახლესი
6 საათის წინ
Bitcoin-ის კურსი რეკორდული ზრდის შემდეგ ეცემა7 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა9 საათის წინ
წელს ქვეყანამ 90 მლნ დოლარის შოკოლადი იყიდა