დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 15.2%-ით გაიზარდა

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 15.2%-ით გაიზარდა

04-09-2023 11:11:30

2023 წლის II კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 15.2 პროცენტით გაიზარდა და 48.0 მილიარდი ლარი შეადგინა. საქსტატის ინფორმაციით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც.

2023 წლის II კვარტალში მისი მოცულობა 18.3 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 10.8 პროცენტით მეტია.

ასევე სააგნარიშო პერიოდში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის 63.8 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 15.2 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 21.0 პროცენტი - მცირე ბიზნესზე.

მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 45.2 პროცენტი, საშუალოზე - 23.0 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე - 31.8 პროცენტი.

„2023 წლის II კვარტალში საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 26.2 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 9.7 პროცენტით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა - 16.4 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.0 პროცენტით მეტი) შეადგინა.

II კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 737.7 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 6.1 პროცენტით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 42.9 პროცენტი ქალია, ხოლო 57.1 პროცენტი - კაცი“, - განმარტავენ საქსტატში.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები