„არსენალი რეზიდენსი" არის ახალი, გამორჩეული საცხოვრებელი უბანი ავლაბარში, სამების საკათედრო ტაძართან, - ამის შესახებ „არსენალი რეზიდენსის“ პროექტის განვითარების კონსულტანტმა ნინო აბსანძემ განუცხადა.
„პროექტში ბინების 70%-მდე გაყიდულია, ვფიქრობ რომ ამ უბანს ანალოგი არ აქვს. დაბალი განაშენიანება, სივრცეები. არქიტექტურა მრავალფეროვანია და ოთხივე ბლოკი განსხვავებულია. ყველა ტიპის ბინის შერჩევა შეუძლიათ მცხოვრებლებს“, - ამბობს კომპანიის კონსულტანტი.
„არსენალი რეზიდენსი“ 2003 წლიდან შემოვიდა საქართველოს დეველოპმენტის სექტორში და დაიწყო მასშტაბური უბნური პროექტის განვითარება სამებიდან 650 მეტრში, ავლაბარში.
„ეს არის გამორჩეული პროექტი თავისი არქიტექტურით, მდებარეობითა და ხედებით. პროექტი ოთხი ბლოკისგან შედგება. ამჟამად მიმდინარეობს პირველი და მეორე ბლოკის მშენებლობა, რომელიც წლის ბოლოს დასრულდება და მობინადრეები უკვე შეძლებენ სარემონტო სამუშაოების დაწყებას. მესამე და მეოთხე ბლოკები, უკვე გაზაფხულზე ჩაეშვება გაყიდვაში. პროექტი 500 ოჯახზეა გათვლილი. ჩვენს უბანს ის გამოარჩევს, რომ ავტომობილებისგან თავისუფალი სივრცეა. ვინაიდან ყველა ბინაზეა გათვლილი ავტოსადგომი. ეს იქნება თავისუფალი სივრცე სადაც ადამიანები თავისუფლად და კომფორტულად გაატარებენ დროს“, - ამბობს „არსენალი რეზიდენსის“ პროექტის განვითარების კონსულტანტი.
რაც შეეხება ფასებს, პროექტში ხედისა და ფართის მიხედვით. $1500-დან $2000-მდე იცვლება. კიდევ ერთი დეტალი, რაც პროექტის გაყიდვისას გამოიკვეთა, ნინო აბსანძე ამბობს, რომ მოთხოვნა ძირითადად დიდ ფართებზე დაფიქსირდა.
„არსენალი რეზიდენსი” ახალი გამორჩეული მულტიფუნქციური უბანია ავლაბარში, სამების საკათედრო ტაძართან, გედევანიშვილის ქ.21-ში, რომლის პირველი ფაზა მოიცავს 4 საცხოვრებელ ბლოკს, საოფისე და კომერციულ სივრცეებს. ბინების ფართობი 57 კვ.მ-დან იწყება. პროექტის მშენებლობა 2023 წლის იანვარში დაიწყო და აქტიურ ფაზაშია.
უახლესი
6 საათის წინ
როგორის Meama-ს მიმდინარე შეთავაზებები