Bershka, Zara და Pull&Bear-ის ბრენდების მაღაზიები რუსეთში ახალი სახელწოდებით Ecru, Maag და DUB-ი გაიხსნება.
ამის შესახებ Meduza-მ მოსკოვის 24 არხზე დაყრდნობით იტყობინება.
რუსეთისთვის ტანსაცმლის წარმოება თურქეთსა და ჩინეთში მოეწყო.
მაღაზიების გახსნა თურქეთში მომხდარი მასშტაბური მიწისძვრის გამო აპრილისთვის გადაიდო.
გარდა ამისა, რუსულმა ჰოლდინგმა Melon Fashion Group-მა (Love Republic, Zarina, Befree) მაღაზიათა ახალი ქსელის „ხელმისაწვდომი პრემიუმის“ გახსნის შესახებ გამოაცხადა.
ახალმა Idol-ის ქსელმა რუსულ ბაზარზე კომპანია Inditex-ის Massimo Dutti-ს ბრენდი უნდა ჩაანაცვლოს, რომელმაც რუსეთი უკრაინაში შეჭრის შემდეგ დატოვა.
უახლესი