ბენზინი და დიზელი არ არის ის პროდუქტი, რომ რაიმე პრობლემას წარმოადგენდეს ამ პროდუქტის სხვა ბაზრებზე გადართვა იმ შემთხვევაში, თუ ფასები არ იქნება მისაღები, - აცხადებს ფინანსთა მინისტრი. ლაშა ხუციშვილის განმარტებით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რუსეთის ფასები უფრო მაღალია, ვიდრე სხვა ქვეყნებში და ბიზნესი ირჩევს იმ ბაზარს, საიდანაც უფრო იაფადაა შესაძლებელი აღნიშნული პროდუქტების შემოტანა.
„აქამდე ბიზნესს შემოჰქონდა ნავთობპროდუქტები საქართველოსთვის, რადგან მათთვის ფასი ბევრად უფრო მისაღები იყო, შესაბამისად, მისი უფრო დაბალ ფასში რეალიზაცია ხდებოდა. რაც შეეხება დამოკიდებულების ნაწილს, ბენზინი და დიზელი არ არის ის პროდუქტი, რომ რაიმე პრობლემას წარმოადგენდეს ამ პროდუქტის სხვა ბაზრებზე გადართვა იმ შემთხვევაში, თუ ფასები არ იქნება მისაღები. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რუსეთის ფასები უფრო მაღალია, ვიდრე სხვა ქვეყნებში. ბუნებრივია, ბიზნესი ირჩევს იმ ბაზარს, საიდანაც უფრო იაფადაა შესაძლებელი აღნიშნული პროდუქტების შემოტანა. ამიტომ, უსაფრთხოების კუთხით, საწვავი არაა ის პროდუქტი, რომლის დეფიციტიც შეიძლება შეიქმნას. მისი იმპორტი შეიძლება ნებისმიერი სხვა ქვეყნიდან განხორციელდეს, შესაბამისი ფასით. ამ ნაწილში უსაფრთხოების მიმართულებით პრობლემა არ არსებობს. რომ იყოს ისეთი პროდუქტები, რომლის სხვა ბაზარზე მოძებნაც შეუძლებელია ან რომლის იმპორტიც დიდ ძალისხმევას საჭიროებს, შეიძლება ფიქრი იმაზე, რამდენად უსაფრთხოა ამა თუ იმ ბაზარზე დამოკიდებულება. ამ ნაწილში პრობლემას ვერ ვხედავთ, ახლაც ვხედავთ რა სიტუაცია - როდესაც ფასები გაიზარდა, სხვადასხვა ქვეყნიდან შემოდის“,- განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
უახლესი
42 წუთის წინ
დღეს მე-11 მოწვევის პარლამენტი შეიკრიბება