საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წლის მარტში ქვეყანაში ბანკომატების რაოდენობა გაიზარდა და 2,938 ერთეული შეადგინა. თებერვალში ეს მაჩვენებელი 2,881 ერთეული იყო. ქსელს 57 ახალი ბანკომატი დაემატა.
საანგარიშო პერიოდში სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში, პოსტერმინალების რაოდენობამ 106,312 ერთეული შეადგინა. თებერვალში ეს მაჩვენებელი 104,451 ერთეული იყო. მარტში სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში პორტერმინალების რაოდენობა 1861 ერთეულით გაიზარდა.
მარტში, ბანკის ფილიალებსა და სერვის-ცენტრებში არსებული პოსტერმინალების რაოდენობამ 1,131 ერთეული შეადგინა. თებერვალში ეს მაჩვენებელი 1,136 ერთეული იყო. ბანკის ფილიალებსა და სერვის-ცენტრებში პოს-ტერმინალების რაოდენობა 5 ერთეულით შემცირდა.
უახლესი
1 საათის წინ
proservice.ge Ad Summit Tbilisi 2024-ის პარტნიორია