დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბათუმში ,,ზოდის“  ახალი, რიგით მეექვსე  ფილიალი გაიხსნება

ბათუმში ,,ზოდის“ ახალი, რიგით მეექვსე ფილიალი გაიხსნება

02-06-2023 12:00:53

 

კომპანია ,,ზოდი“ რეგიონების მიმართულებით ფართოვდება. მალე კომპანიის ახალი ფილიალი ბათუმში გაიხსნება. როგორც ,,ზოდის“ წარმომადგენელი Business Insider Georgia - თან აცხადებს, ახალი ფილიალის გახსნა მაღალი მოთხოვნით არის განპირობებული.

კერძოდ, 2023 წლის პირველი კვარტალი კომპანიის საქმიანობაში განსაკუთრებით აქტიურია, მოთხოვნა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 15%-ით არის გაზრდილი.

„ზოდის“ ისტორია 2007 წელს, კარების, ბუნებრივი ქვებისა და სარემონტო მასალების იმპორტით და რეალიზაციით იწყება. მოგვიანებით კომპანიამ ბუნებრივი ქვების მოპოვება და წარმოების მიმართულება განავითარა.

„ქართულ ბაზარზე ჩვენს კომპანიასთან მიმართებით ინტერესი მუდმივად იზრდება. გარდა ამისა, „ზოდის“ წარმატებას პროფესიონალთა გუნდი, პროდუქციის ასორტიმენტი და ის სერვისები განაპირობებს, რომელსაც მომხმარებელს ვთავაზობთ. კომპანია მოიპოვებს და გადაამუშავებს ქართულ ბუნებრივ ქვებს, კირქვას და ანდეზიბაზალტს. ზოდის მომწოდებლების სიაში არიან ცნობილი ბრენდები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან: იტალიიდან, პოლონეთიდან, თურქეთიდან, ჩინეთიდან, ინდოეთიდან, უკრაინიდან და ა.შ.

რაც შეეხება ფასს, ბოლო პერიოდში ძირითად პროდუქციის ღირებულება შემცირებულია. რაც ცხადია პანდემიის დასრულების შემდეგ სახარჯი მასალების ხელმისაწვდომობასა და ლოგისტიკის ხარჯების შემცირებას უკავშირდება“, - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.

ამ ეტაპზე „ზოდში“ 200-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. კომპანიის მფლობელობაშია ხუთი ბრენდ მაღაზია - თბილისში, ბათუმში, გორში, მარნეულსა და რუსთავში, სარემონტო მასალების აუთლეთ ზონა, ქვის საამქრო და ქართული ქვის საწარმო.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები