დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბათუმში სასტუმრო ibis styles იხსნება

ბათუმში სასტუმრო ibis styles იხსნება

05-06-2024 12:43:00

ibis Styles-ი, Accor-ის ეკონომ ტიპის სასტუმროს ბრენდი, ბათუმში 121 ნომრიან სასტუმროს - ibis Styles Batumi-ს ხსნის. ახლადაშენებული სასტუმრო Accor-ის პირველი პროექტია ბათუმში - საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქსა და შავიზღვისპირეთის მოწინავე კურორტზე.

ibis Styles-ის სასტუმროები ცნობილია ხელმისაწვდომობისა და განსაკუთრებული დიზაინის სინთეზით. მიუხედავად იმისა, რომ ბრენდის 670 სასტუმროდან, თითოეული გამოირჩევა უნიკალური დიზაინითა და თემატიკით, ყველა მათგანი შემოქმედებითობის, ესთეტიკის, მეგობრული მომსახურებისა და კომფორტის გარშემო ერთიანდება, რაც ibis Styles-ს მოგზაურების საყვარელ ბრენდად აქცევს. The Sweet BedTM  კონცეფცია ბრენდმა სპეციალურად სტუმრების განსაკუთრებული კომფორისთვის შექმნა და იგი აერთიანებს ხის ფილებიან საწოლებს, ზამბარებიანი, მკვრივი მატრასით, მატრასის 7 სანტიმეტრიანი დამცავით, მსუბუქი საბნითა და ორჯერ დიდი მიკრობოჭკოვანი ბალიშებით.

ibis Styles Batumi-ის გახსნა Accor-ის ბრენდის საქართველოში სწრაფი განვითარების დასაწყისია, რომელსაც ამჟამად ბაზარზე აქვს 10 მოქმედი პროექტი და გეგმაში აქვს 15-ზე მეტი სასტუმროს განვითარება.

„ბათუმი ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული ტურისტული მიმართულებაა, მისი ისტორიული ხიბლისა და თანამედროვე არქიტექტურის წყალობით, რასაც ასევე ხელს უწყობს რბილი კლიმატი და განსაცვიფრებელი ბუნება. ეს უახლესი პროექტი ბათუმში Accor-ისთვის მნიშვნელოვანი მიღწევაა, რადგანაც ჩვენი დებიუტია საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე. საქართველო განვითარების დიდ შესაძლებლობას გვთავაზობს და ჩვენ მზად ვართ, გავაცნოთ აკორის ბრენდები როგორც ქვეყანას, ისე რეგიონსაც“- აღნიშნავს  Accor-ის მთავარი საოპერაციო დირექტორი აღმოსავლეთ ევროპაში  ალექსის დელაროფი.

ibis Styles Batumi ბათუმის ბულვარიდან და ზღვისპირა პარკიდან ფეხით სავალ მანძილზე მდებარეობს და უქმნის სტუმრებს კომფორტული, მშვიდი დასვენების შესაძლებლობას. ამასთანავე, სასტუმროს მთავარი თემატიკა და დიზაინი ოთახებსა და საზოგადოებრივ ადგილებში დაფუძნებულია სპორტზე, რომელიც შთაგონებულია ქართული ეროვნული სპორტით „ლელო“.

2019 წელს ბათუმი ევროპის სპორტულ ქალაქებს შორის დასახელდა. ბათუმი აქტიურად უწევს პოპულარიზაციას სპორტს ინფრასტრუქტურის დახმარებითაც, მათ შორის ახლადგახსნილი ბათუმის საფეხბურთო სტადიონით, რომელიც შეესაბამება ევროპის საფეხბურთო ასოციაციების კავშირის IV კატეგორიას.

სპორტულ თემატიკასთან ერთად, იბის სტაილს ბათუმი ნათელი ტონებითა და მხიარული დიზაინის ელემენტებითაც გამოირჩევა. ზღვისა და მთის ულამაზესი ხედებით გარშემორტყმული სასტუმრო მოიცავს 121 ნომერს, რომელიც აძლევს სტუმრებს საშუალებას, დაისვენონ, აღიდგინონ ენერგიები ან გახადონ მუშაობის პროცესი ბევრად სასიამოვნო. გაუმჯობესებული ხმისა და სინათლის იზოლაცია ის მახასიათებლებია, რომლებიც ამ სიმყუდროვისა და კომფორტის შექმნაში გვეხმარება.  ibis Styles Batumi უზრუნველყოფს ბავშვებისთვის საჭირო სერვისებსაც, მათ შორის მისაღებში გამოყოფილ საბავშვო კუთხეს, საბავშვო მენიუს რესტორანში და დამატებით საჩუქრებს, სასტუმროში ვიზიტისას.

იბის სტაილს ბათუმი ასევე მოიცავს რესტორანს, საერთაშორისო და ქართული სამზარეულოთი, და ბარს, რომელიც სტუმრებს სხვადასხვა გამაგრილებელ სასმელს სთავაზობს. სასტუმროში დაგხვდებათ საკონფერენციო და შეხვედრების ოთახიც, რომელიც გათვლილია 80-მდე სტუმარზე და აღჭურვილია პროფესიონალური ხმის სისტემითა და პლაზმური LCD მონიტორით.

სასტუმროდან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტამდე 10 წუთზე ნაკლები, ხოლო ქალაქის ძველი, ისტორიული ნაწილიდან, მყუდრო კაფეებიდან და მაღაზიებიდან სულ რაღაც 5 წუთია სავალი.

წელს ibis-ი 50 წლის იუბილეს აღნიშნავს. იბისის ბრენდი 1974 წლიდან მორგებულია სტუმრების ინტერესებზე და მისი სამი ქვებრენდით: ibis, ibis Styles და ibis budget, დღეს წამყვანი ეკონომ ტიპის სასტუმროების ქსელია, 2500-ზე მეტი ლოკაციით 79 ქვეყანაში.

ibis Styles-ის სტუმრები ასევე სარგებლობენ ლოიალობის გლობალური პროგრამით - ALL – Accor Live Limitless, რომელიც მათ განსაკუთრებულ ჯილდოებს, სერვისებსა და გამოცდილებას სთავაზობს.

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები