დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბათუმში რუსთაველისა და გოგებაშვილის ქუჩების რეაბილიტაცია იწყება

ბათუმში რუსთაველისა და გოგებაშვილის ქუჩების რეაბილიტაცია იწყება

10-02-2025 09:18:00

ბათუმში რუსთაველისა და გოგებაშვილის ქუჩების რეაბილიტაცია იწყება. პროექტი გულისხმობს არსებული ქვაფენილის ჩანაცვლებას სამფენიანი ასფალტის საფარით. სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა მიწისქვეშა კომუნიკაციები, ტროტუარი, ბორდიურები, გზაგამყოფი ზოლი მწვანე საფარითა და დეკორატიული ნარგავებით, უსაფრთხოების კუნძულები, შუქნიშნები და საგზაო ნიშნები.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების სრული ღირებულება 22 მილიონამდე ლარს შეადგენს. აღნიშნულთან დაკავშირებით მაისის ბოლომდე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება რუსთაველის ქუჩაზე - ალექსანდრე გრიბოედოვისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩებს შორის მონაკვეთში. ორმხრივი სატრანსპორტო მოძრაობა აღდგება ნინოშვილის, გრიბოედოვისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე.

შეიცვლება მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობა, კერძოდ: #1 სამარშრუტო ხაზი იმოძრავებს შ. ხიმშიაშვილის, გრიბოედოვის, გორგილაძის, ბარათაშვილის, ჭავჭავაძისა და ბაქოს ქუჩებზე, ხოლო #1ა - ბაქოს, გოგებაშვილის, რუსთაველის (ნაწილი), თავდადებულის, გორგილაძის, გრიბოედოვისა და შ. ხიმშიაშვილის ქუჩებზე. #7-#7ა-#11 სამარშრუტო ხაზები იმოძრავებენ გორგილაძის ქუჩის გავლით. #10 და #10ა სამარშრუტო ხაზები - შ. ხიმშიაშვილის, გრიბოედოვის, გორგილაძის, ბარათაშვილის, ჭავჭავაძისა და ბაქოს ქუჩებზე. უკუმიმართულებისას - ბაქოს, გოგებაშვილის, რუსთაველის (ნაწილი), თავდადებულის, გორგილაძის, გრიბოედოვისა და შ. ხიმშიაშვილის ქუჩებზე. #15 სამარშრუტო ხაზი იმოძრავებს მელიქიშვილის, გორგილაძის, ბარათაშვილის, ჭავჭავაძისა და ბაქოს ქუჩებზე. უკუმიმართულებისას - ბაქოს, გოგებაშვილის, რუსთაველის (ნაწილი), თავდადებულის, გორგილაძისა და მელიქიშვილის ქუჩებზე.

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები