დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბათუმის ხელოვნურ კუნძულზე საჯარო სასეირნო სივრცე, ბულვარი და საზოგადოებრივი დანიშნულების სივრცეები განთავსდება 9 ჰექტარზე - დასაქმდება 7000 მოქალაქე

ბათუმის ხელოვნურ კუნძულზე საჯარო სასეირნო სივრცე, ბულვარი და საზოგადოებრივი დანიშნულების სივრცეები განთავსდება 9 ჰექტარზე - დასაქმდება 7000 მოქალაქე

13-06-2024 20:53:00

პრესტიჟული სამოგზაურო პლატფორმა European Best Destinations-ის მიერ ბათუმი ინვესტირებისთვის ევროპის 10 საუკეთესო მიმართულებას შორის დასახელდა.

მუდმივად მზარდი ეკონომიკის პირობებში, ქალაქი უძრავი ქონების, მასპინძლობის, ტურისტული ინფრასტრუქტურის სფეროში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობას იძლევა.

მასშტაბური საინვესტიციო პროექტი ,,ამბასადორ ბათუმი აილენდის“ მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. ბათუმის ხელოვნურ კუნძულზე საჯარო სასეირნო სივრცე, ბულვარი და საზოგადოებრივი დანიშნულების სივრცეები განთავსდება 9 ჰექტარზე. პროექტის განხორციელებაში ჩართული არიან საერთაშორისო საინჟინრო და არქიტექტურული კომპანიები. პროექტში 7000 ჩვენი მოქალაქე დასაქმდება.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები