„ბალტიკ ინვესტმენტ გრუპი“ „ნამაი ვაკეს“ დასრულების შემდეგ საბურთალოზე ახალ ენერგოეფექტურ პროექტს დაიწყებს , - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის გაყიდვების მენეჯერმა თინათინ ჯაფარიძემ განუცხადა.
„ვგეგმავთ ახალი პროექტის განხორციელებას საბურთალოზე. გვექნება იგივე სტანდარტი, რაც „ნამაი ვაკეს“ შემთხვევაში. დაბალსართულიანი განაშენიანება, პარკინგი. შენობები იქნება ენერგოეფექტური. ახლა მიდის დეტალების განხილვა და პროექტს მალე დავაანონსებთ“, - ამბობს თინათინ ჯაფარიძე.
ამ დროისათვის „ნამაი ვაკეში“ 78 ბინიდან 76 გაყიდულია. „ნამაი ვაკე“არის კომპანია „ბალტიკ ინვესტმენტ გრუპის“ პირველი პროექტი, რომელიც თბილისში დასრულდა. ეს არის ერთად-ერთი საცხოვრებელი კომპლექსი საქართველოში, რომელმაც ენერგოეფექტურობის ატლასის ხარისხი მიიღო.
„ენერგოეფექტური შენობები და სახლები დღეს მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი ტრენდი და გამოწვევაა, რაც სარგებლიანი როგორც საკუთრივ შენობის მესაკუთრისა და მცხოვრებლისთვის, ასევე გარემოსა და ეკოლოგიისთვისაც უნდა აღმოჩნდეს“, - აცხადებენ კომპანიაში.
ბალტიკ ინვესტმენტ გრუპი (BI Group) ლიტვური კაპიტალის მქონე კომპანიაა, რომელიც საქართველოსთვის ქმნის სრულიად ევროპული სტანდარტების მქონე უძრავი ქონების პროექტებს. კომპანია მიზნად ისახავს აამაღლოს ხარისხის სტანდარტი ადგილობრივ ბაზარზე. დღეს BI Group აერთიანებს ქართველ და ლიეტუველ პროფესიონალ არქიტექტორებს, ინჟინრებს, გეოლოგებს, კონსტრუქტორებსა და სხვა სპეციალისტებს. BI Group გლობალური ბრენდის, პრასლასის შვილობილი კომპანიაა.
უახლესი
3 საათის წინ
როგორის Meama-ს მიმდინარე შეთავაზებები