დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Bakuriani Inn-ის საახალწლო შეთავაზებები მომხმარებლებს

Bakuriani Inn-ის საახალწლო შეთავაზებები მომხმარებლებს

30-12-2023 20:55:00

საახალწლო თავგადასავლების მოყვარულებისთვის ,,ბაკურიანი ინნ" გამორჩეული ადგილია, სადაც მაღალი დონის გასართობი ღონისძიებები და სიურპრიზები ელით. სასტუმროს მთელი გუნდი დაუღალავად მუშაობს, რომ სტუმრებმა კომფორტულ პირობებში შეძლონ დროსტარება და გართობა, დაუვიწყარი ემოციით აივსონ და ახალი წელი ახლობლების გარემოცვაში გაატარონ, ,,ბაკურიანი  ინნ" - თან ერთად.   

როგორც ,,ინნ ჰოსფითალითის“ კომერციული დირექტორი ნინა გაჩეჩილაძე  Business Insider Georgia - თან ამბობს, სასტუმროს საახალწლო პროგრამა გათვალისწინებულია ყველა ასაკის მსურველისთვის -  როგორც ბავშვებისთვის, ასევე ზრდასრულებისთვის.

,,რეგიონის მასშტაბით გამორჩეულ და გრანდიოზულ ღონისძიებას ვთავაზობთ ჩვენს სტუმრებს. ჯავშნების დიდი ნაწილი უკვე მიღებული გვაქვს. საღამოზე ანსამბლი „შავნაბადა“ ქართულ ხალხურ და ქალაქურ სიმღერებს შეასრულებს სოლისტთან ერთად. ღონისძიებას მსახიობი კახა მიქიაშვილი წარუძღვება. ხოლო დილამდე სტუმრებისთვის განწყობის შექმნაზე დიჯეი ზუქეი იზრუნებს. სტუმრებს ელოდებათ გათამაშებები და სხვადასხვა სიურპრიზი. პროგრამა გათვალისწინებული იქნება როგორც ბავშვებისთვის, ასევე ზრდასრულებისთვის", - ამბობს ნინა გაჩეჩილაძე.
გარდა ამისა, ,,ბაკურიანი ინნ"-ის დამსვენებლებს ზამთრის მთელი სეზონის განმავლობაში საინტერესო ღონისძიებები ელოდებათ. 

როგორც ცნობილია, ზამთრის სასრიალო სეზონზე ბაკურიანი მსოფლიო თასის შეჯიბრებს მასპინძლობს სკი ქროსის დისციპლინაში. 

„გვსურს, კარგი სერვისი დავახვედროთ სტუმრებს და რეგიონში მოგზაურობის, დასვენებისა და სპორტული ღონისძიებების პერიოდში მაქსიმალურად მიმზიდველიმ პირობები შევუქმნათ. კომფორტი და ხარტისხი ჩვენი სასტუმროს განუყრელი ნაწილია. იქიდან გამომდინარე, რომ „ბაკურიანი ინნი“ უფრო მეტად საოჯახო სეგმენტზეა გათვლილი, ვმუშაობთ, რომ სეზონზე შიდა სივრცეებში მეტი გასართობი დავახვედროთ ბავშვებსაც. ვგეგმავთ გასართობ პროგრამებს ანიმატორებთან ერთად", - აცხადებს ნინა გაჩეჩილაძე.

„ბაკურიანი ინნ“ რეგიონში გამორჩეული ადგილია მთისა და თავგადასავლების მოყვარულთათვის. კურორტი თბილისიდან 2 საათნახევრის მანძილზე მდებარეობს. სასტუმრო 153 ინდივიდუალური ნომრისგან და რამდენიმე საკონფერენციო სივრცისგან შედგება. კურორტი დამსვენებლებს ტურისტულ სერვისებს რამდენიმე მიმართულებით სთავაზობს. 

ლოკაცია ერთნაირად სასურველი სივრცეა ზამთრის ოლიმპიური სახეობების, ზაფხულის ექსტრემალური სამთო სპორტის მოყვარულთათვის, ასევე მეგობრებთან და ბავშვებთან ერთად დასვენების მსურველთათვის. სასტუმროში შექმნილია უსაფრთხო გარემო. 

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები