დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბაქომ და თბილისმა სატრანზიტო პოლიტიკა უნდა შეცვალონ, რათა მომავალში შუა დერეფნით სარგებელი ნახონ - ანალიტიკოსი

ბაქომ და თბილისმა სატრანზიტო პოლიტიკა უნდა შეცვალონ, რათა მომავალში შუა დერეფნით სარგებელი ნახონ - ანალიტიკოსი

22-01-2024 10:00:00

ანალიტიკოსი რამაზან სამედოვი მიიჩნევს, რომ ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებმა, კერძოდ აზერბაიჯანმა და საქართველომ, უნდა შეცვალონ სატრანზიტო პოლიტიკა, რათა მომავალში შუა დერეფნის ფუნქციონირებით სარგებელი ნახონ.

Commonspace.eu-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში სამედოვი აღნიშნავს, რომ სარკინიგზო ტრანზიტმა შუა დერეფნის აზერბაიჯანულ მონაკვეთზე 2022 წლის შუა პერიოდში თვეში 400 ათას ტონაზე მეტს მიაღწია, რის შემდეგაც მოცულობამ ნელ-ნელა კლება დაიწყო და ეს ტენდენცია 2023 წელსაც გაგრძელდა.

მასალაში ანალიტიკოსი ასევე ამახვილებს ყურადღებას „ცენტრალური აზიიდან კავკასიის გავლით აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერმინალებამდე ნავთობისა და გაზის ტრანზიტის ზრდაზე“, რაც, მისი თქმით, მიუთითებს იმაზე, რომ ტვირთების დივერსიფიკაცია „შუა დერეფნით“ გადაზიდვებისას ჯერ არ დაფიქსირებულა

„ციფრებისა და ტენდენციების გათვალისწინებით, ცხადია, რომ ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონი დიდად უნდა დაეყრდნოს საკუთარ თავს ამ ძალისხმევაში და ფოკუსირება მოახდინოს შიდარეგიონული ვაჭრობის გაფართოებაზე და მათ გარშემო არსებულ მთავარ რეგიონულ და გლობალურ სავაჭრო ცენტრებთან კავშირების გაუმჯობესებაზე“, აცხადებს სამედოვი.

მისი აზრით, რეგიონის ქვეყნებმა დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ თურქეთის ხმელთაშუა ზღვის პორტებს, საქართველოს შავი ზღვის პორტებს, სპარსეთის ყურის პორტებს და ბალტიისპირეთის პორტებს კავშირის გასაუმჯობესებლად და წვდომა უცხოურ ბაზრებზე.

ამისათვის რეგიონის ქვეყნებმა (ცენტრალური აზია და სამხრეთ კავკასია) და კერძოდ, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებმა, აზერბაიჯანმა და საქართველომ, უარი უნდა თქვან მოკლევადიანი, შემოსავალზე ორიენტირებულ სატრანზიტო პოლიტიკაზე, რომლის მიხედვითაც რკინიგზა ზრდის ტარიფებს, რაც იწვევს მოკლევადიან სარგებელს, სარკინიგზო ოპერატორებს საშუალებას აძლევს გაზარდონ შემოსავლები, მაგრამ, მეორე მხრივ, „გრძელვადიანი ზარალი გაშვებული შესაძლებლობების სახით ტრანზიტის გეოგრაფიისა და ტვირთის მრავალფეროვნების გაფართოების მიზნით“, მიიჩნევს ანალიტიკოსი.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები